Friday, 28 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

საქართველოში 200-ლარიანი წახალისების პროგრამის ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს

200-ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და […]

admin28.12.2021

სალომე ზურაბიშვილი: მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა

მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთის როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა. „სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის […]

admin28.12.2021

კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს შალვა პაპუაშვილი დაიკავებს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. „კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული […]

admin24.12.2021

ირაკლი ხმალაძე: დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი უცვლელი რჩება

დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ამავდროულად კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის შემოდის ერთჯერადი, ერთწლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ეს სუბიექტები 1 იანვრიდან ერთი წლის მანძილზე ისარგებლებენ. „დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი უცვლელი რჩება. დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან […]

admin24.12.2021

სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის 2022 წლის ზაფხულში საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება

სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის 2022 წლის ზაფხულში საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, […]

admin24.12.2021

ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

დღეს, ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-დიაბეტურ […]

admin23.12.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე

პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია; ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო […]

admin22.12.2021

საქართველოში 1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა

1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები გამოცხადებულია სკოლებში. ამასთან, საბჭომ იმსჯელა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როგორც ცნობილია, 20 დეკემბერს ქვეყანაში […]

admin22.12.2021

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს

უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ულიმიტო გადახდის სისტემა, ხელს უწყობს თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას. „უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენთბილისშირეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები; მოსწავლეები; უბნის ინსპექტორები და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის […]

admin22.12.2021

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა – ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია დაიწყო

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ თავის მომხმარებელს კიდევ ერთ – ქეშბექის საახალწლო აქციას სთავაზობს. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთიმ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების ახალი სერია დააანონსა და კიდევ ერთი აქცია შესთავაზა მომხმარებლებს. ლიბერთის Visa ბარათის მფლობელები შეძლებენ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი 50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. ლიბერთის […]

admin22.12.2021