Thursday, 29 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.89 ▼
£ 3.45 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

„საპენსიო მომსახურების სატენდერო პირობებზე ეროვნული ბანკის პოზიცია მკაფიო უნდა ყოფილიყო“ – გიორგი ცუცქირიძე

საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შერჩევის კრიტერიუმის განსაზღვრაზე, „გარეგნული მიმზიდველობის მიუხედავად, რისკებთან ერთად, ნაჩქარევ და პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს“. როგორც ცუცქირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებისას ეროვნული ბანკის პოზიცია გაცილებით მკაფიო და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო. „საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის […]

admin22.02.2022

განათლების სამინისტრო: სასწავლო დაწესებულებებში თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება ძალაში რჩება

სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. „როგორც ცნობილია, […]

admin22.02.2022

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: • 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%; • 1-ლი მარტიდან, […]

admin22.02.2022

ქართული საგარეო უწყება: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების […]

admin22.02.2022

საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 47,6%-ით იმატა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1 პროცენტით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის […]

admin21.02.2022

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე: მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც არის გაჟღერებული ხელისუფლების მხრიდან

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც არის გაჟღერებული ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ […]

admin20.02.2022

პრემიერ-მინისტრი Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გადასახადებზე, მსოფლიოს ავტორიტეტულ რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს […]

admin18.02.2022

საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტით, 19 პროცენტამდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. […]

admin18.02.2022

კობა გვენეტაძე: ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება უნდა დაიწყოს მარტის თვიდან

კურსს ფუნდამენტური ფაქტორები როდესაც განსაზღვრავს, მასთან შებრძოლება შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა. „შეუძლებელია, კომენტარები გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი არის. მერყეობა იყო და რა თქმა უნდა, იქნება, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ის სხვადასხვა მოლოდინები ან კიდევ მიმდინარეობები, რომლებიც ხდება მსოფლიოში ან […]

admin17.02.2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოსა და […]

admin17.02.2022