Thursday, 29 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.89 ▼
£ 3.45 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

„ლიბერთის“ ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი

ლიბერთის ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერთი ბანკი“ ავრცელებს. „მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის თანადგომა თავისუფლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – აცხადებენ ლიბერთიში.

admin01.03.2022

კახა კალაძე: უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ

თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მოადგილეს, ილია ელოშვილს შესაბამისი ადგილის გამოყოფა დაავალა, სადაც ნებისმიერი მსურველი ჰუმანიტარული ტვირთის მიტანასშეძლებს. „თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან. ასევე, გვყავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა […]

admin01.03.2022

2022 წლის იანვარში საქართველოში ეკონომიკა 18.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა. უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და […]

admin28.02.2022

საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები. ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში […]

admin28.02.2022

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ბაზისბანკი“ მოემსახურება

პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული. „უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ […]

admin27.02.2022

ლიბერთი ბანკი: მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს

მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს. ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია: ▪️ Contact ▪️ IntelExpress ▪️ Moneygram ▪️ Ria Money Transfer ▪️ Unistream ▪️ Welsend ▪️ […]

admin26.02.2022

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს მომხმარებლების ვალდებულებები

საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა, შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს, – ამის შესახებ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი და შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს მომხმარებლების ვალდებულებები. ამასთან, როგორც ბანკში განმარტავენ, დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის […]

admin25.02.2022

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

admin25.02.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია. „ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან […]

admin24.02.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: იუნკერების გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა

თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის ეზოში გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. „ჩვენ დღეს პატივს […]

admin23.02.2022