ირაკლი კობახიძე: კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა, კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო რაც შეეხება საჯარო სკოლებს, შეიქმნება სპეცკლასები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. პრემიერის განმარტებით, მოსწავლეებს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება არ შეექმნებათ […]