განათლების მინისტრი პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს ულოცავს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს ულოცავს. “27 ოქტომბერი – მასწავლებლის ეროვნული დღეა! ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მთელი გულით წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ! მადლობა მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენ ხომ ასე ერთგულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს! კიდევ ერთხელ, მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და ურყევი […]