2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს
ბიზნესკონტინენტის ფოტო: წყნეთი-მანგლისის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთი, 2020 წლის იანვარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შსს-ს ცნობით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, […]