Sunday, 17 May 2026
$ 2.68
3.12
£ 3.58
0.04
0.06

გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრმა პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. „მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დღეს გავხსენით და დავათვალიერეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის […]

admin21.10.2023

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. „შეხვედრის ფარგლებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი […]

admin19.10.2023

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 910.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 607.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 12.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 303.4 მლნ. აშშ დოლარს ზრდამ 18.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, […]

admin19.10.2023

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 22.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 607.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ. აშშ […]

admin19.10.2023

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი, თუმცა პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა და შესაბამისად, იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა. ოპოზიციის ნაწილი, მათ […]

admin18.10.2023

ნათია თურნავა: აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა 1.5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეიძინა, საპირისპირო ინტერვენცია კი ათჯერ ნაკლებია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სავალუტო აუქციონებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარს ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვა მხოლოდ ერთჯერადი რისკის თავიდან აცილების მიზნით ხდება. მისი თქმით, აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეიძინა, საპირისპირო ინტერვენცია კი ათჯერ ნაკლებია და ჯამში, 150 მლნ დოლარს შეადგენს. […]

admin18.10.2023

დაფარე კომუნალურები სოციალური ბარათით ლიბერთის ბანკომატში

ლიბერთის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელებისთვის შეიქმნა. დღეიდან, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მარტივად დაფარონ კომუნალური გადასახადები ლიბერთის ბანკომატში, თანხის განაღდებისა და შემდგომ გადახდის ოპერაციის განხორციელების გარეშე! მომსახურების დადებითი მხარეები მხოლოდ ამით არ სრულდება, ასევე: კომუნალურების დაფარვას ბანკომატის დახმარებით აქვსნულოვანი საკომისიო; იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე დარეგისტრირებული აქვს აბონენტის ნომრები,ბანკომატი ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე დარეგისტრირებული აბონენტის […]

admin18.10.2023

სალომე ზურაბიშვილი: ამ მძიმე დროს, მივმართავ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ მიატოვონ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში მოგესალმებით, ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და ამ პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი 16 ოქტომბრის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შევა, არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. […]

admin18.10.2023

ეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი 300 000 ლარამდე იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან, 300 000 ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალუტო რისკის დაცვას ისახავს მიზნად, რადგან უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, დოლარისა და ევროს სესხებზე განაკვეთები მზარდ […]

admin18.10.2023

ნათია თურნავა: 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხ წლამდე გაიზრდება

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხ წლამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მან თქვა, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებზე ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია. „იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე […]

admin18.10.2023