გიორგი ამილახვარი: ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი ამილახვარის თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარი ორიენტირი კეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება კვლევასა და […]