ბიძინა ივანიშვილი: მივიღე ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა
მივიღე ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ ის გუნდის მთავარი მრჩეველი იქნება. „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ყრილობის დელეგატებს, „ქართული ოცნების“ წევრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს მმართველი პარტიის ყრილობას. ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი […]