საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლის გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2024 მიიღო მონაწილეობა. სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ […]