საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც უხვი თოვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ათასი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. ზოგიერთ ადგილებში თოვლის საფარმა შაბათ-კვირას 0.5 მეტრს მიაღწია. BBC-ის ცნობით, ერთი მამაკაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომანქანას ხე დაეცა. მიმდინარეობს იმ მძღოლის სამძებრო სამუშაოები, […]