Monday, 05 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

აშშ-ის ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ დოლარს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ აშშ დოლარს და ექსპერტებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა არამდგრად ფინანსურ გზას ადგას, რაც შესაძლოა თითოეული ამერიკელის ეკონომიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდეს. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვალმა 22.012 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ მიმდინარე თვეს 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა. […]

admin13.02.2019

ნიკოლას მადურო: „ტრამპის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ სამხედრო გადატრიალება განახორციელოს ვენესუელაში“

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპის მთავრობას „ექსტრემისტების დაჯგუფება“ უწოდა და ვენესუელაში შექმნილ კრიზისში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. BBC-ისთან ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვენესუელაში, რადგანაც ეს არის გზა აშშ-ისთვის გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია. „ისინი არიან ომის წამქეზებლები იმისათვის, რომ კონტროლი აიღონ ვენესუელაზე“, თქვა მან. შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობამ ოპოზიციის ლიდერი […]

admin13.02.2019

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კატეგორიულად არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კვირის ბოლომდე მიცემული ვადა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა და შეერთებული შტატების და სხვა […]

admin04.02.2019

პრეზიდენტი ტრამპი დანებდა პოლიტიკურ ზეწოლას დროებით დაასრულოს აშშ-ის ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანებდა პოლიტიკურ ზეწოლას დაასრულოს შეერთებული შტატების ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა, თუმცა დროებით. 35 დღის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ფედერალური სააგენტოების სამი კვირით დაფინანსებას, მაგრამ ის არ მოიცავს არც ერთ ცენტს იმ თანხების, რასაც პრეზიდენტი აშშ-მექსიკის საზღვრის კედლის ასაშენებლად მოითხოვდა. მანამდე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი იქადნიდა, რომ ნებისმიერ ბიუჯეტზე იტყოდა უარს, თუკი მასში ჩადებული […]

admin26.01.2019

საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა

საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა. დეპუტატებმა 156 ხმით 146-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობაა. 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბერძნეთი უარს ამბობდა მაკედონიის სახელზე, რადგან მასაც ამავე სახელწოდების რეგიონი აქვს. აღნიშნული შეთანხმების ყველაზე მძლავრი მოწინააღმდეგეები ჩრდილოეთ […]

admin25.01.2019

უკრაინამ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

უკრაინამ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულებას ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. მანამდე კი, იერუსალიმში ისრაელისა და უკრაინის პრემიერ- მინისტრების შეხვედრა გაიმართა. პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინამ და ისრაელმა ურთიერთობებში ყველა ეკონომიკური ბარიერი მოხსნეს. ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინაში წარმოებული პროდუქციის 80%-ზე იმპორტის ტარიფი გაუქმდება. როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, უკრაინის ეკონომიკაში ისრაელის ინვესტიციების […]

admin22.01.2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და მისი მთავრობა ნდობის ვოტუმს გადაურჩა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობა ნდობის ვოტუმს გადაურჩა და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, ჯერემი კორბინის მიერ თემთა პალატაში მთავრობისადმი უნდობლობის კენჭისყრის დაყენების შემდეგ 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა. ნდობის ვოტუმს წინ უძღოდა სამშაბათს „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში. მეიმ განაცხადა, რომ იგი დაიწყებს მოლაპარაკებებს სხვა პარტიის ლიდერებთან რათა მონახოს „ბრექსიტის“ […]

admin17.01.2019

ტერეზა მეი აცხადებს, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა „ნდობის კატასტროფული და მიუტევებელი იმედგაწბილება იქნებოდა ჩვენს დემოკრატიაში“

პარლამენტში „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა „ნდობის კატასტროფული და მიუტევებელი იმედგაწბილება იქნებოდა ჩვენს დემოკრატიაში“, გამაფრთხილებლად განაცხადა ტერეზა მეიმ. Sunday Express -ში გამოქვეყნებულ წერილში მეიმ სთხოვა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ „ბრექსიტის“ შეთანხმებას, რომელიც თემთა პალატაში კენჭისყრაზე სამშაბათს, 15 იანვარს, გავა და აღნიშნა, რომ შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა რისკის ქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთს, რომ საერთოდ არ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა. ამავე […]

admin14.01.2019

პრეზიდენტმა ტრამპმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაჟინებით მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „მზარდი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის“ შესაჩერებლად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ განსხვავებით წინა განცხადებისაგან, ოვალური ოფისიდან ერისადმი მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რაც კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობის დაფინანსების საშუალებას მისცემდა. „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი შეუვალია და უკვე 18 დღის განმავლობაში მთავრობის ნაწილობრივ დახურვის და […]

admin09.01.2019

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით პეკინში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით პეკინში ჩავიდა. გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავის მეუღლესთან ერთად 10 იანვრამდე დარჩება და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი მეორე შეხვედრის წინ ძინპინთან, მის უახლოეს მოკავშირესთან არსებით მოლაპარაკებებს გამართავს. ჩინეთი ჩრდილოთ კორეის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორი და დახმარების წყაროა, თუმცა […]

admin08.01.2019