პეტრო პოროშენკომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭომ ორშაბათს ხმა მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე 60 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. საომარი მდგომარეობის შესახებ საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის წინადადებას მხარი უკრაინის პრეზიდენტმა დაუჭირა. პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უმაღლესი რადას დეპუტატებს საომარი მოქმედებების დაწესების შესახებ საკითხი ორშაბათს დახურულ სხდომაზე განიხილონ. სხდომა, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე არის დანიშნული. […]