Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელდა და მას ამის მტკიცებულება ნანახი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. უფრო ადრე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ იძიებს თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება, მაგრამ ოფისმა აღნიშნა, რომ მან დაადგინა, რომ „კოვიდ-19“ „არ ყოფილა […]

admin01.05.2020

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეუძლია“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და მისმა მოსალოდნელმა მეტოქემ „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს. ახალი ამბების სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ კორონავირუსის აფეთქების გამო პეკინი ამერიკიდან „ბევრი“ შესაძლო შედეგის წინაშე დგას. ტრამპს, რომელმაც სავაჭრო ომი აწარმოა ჩინეთთან, არ დაუკონკრეტებია თუ როგორ […]

admin30.04.2020

გაერო: მსოფლიოს მუშახელის ნახევარზე მეტი – 1.5 მილიარდი – საფრთხეშია, რომ აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები

მსოფლიოს მთლიანი მუშახელის ნახევარზე მეტი – 1.5 მილიარდზე მეტი – საფრთხეშია, რომ პანდეემის შედეგად აღარ ჰქონდეს საარსებო საშუალებები, იტყობინება BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო შრომის ორგანიზაციაზე დაყრდნობით. მსოფლიოში 3.1 მილიონი ადამიანია უკვე ინფიცირებული ახალი კორონავირუსით -„კოვიდ-19“-ით, რომელმაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში იფეთქა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი თითქმის 220 000-ს აღწევს. მსოფლიო შრომის […]

admin29.04.2020

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“ – იაპონური მედია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“ (მდგომარეობა, როცა პაციენტი კომიდან გამოდის, გაღვიძებულია, მაგრამ გონებაზე არ არის მოსული, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ გააჩნია), იტყობინება „ნიუ იორკ პოსტი“ იაპონურ ჟურნალზე დაყრდნობით. ყოველკვირეულმა იაპონურმა „შუკან ჯენდაიმ“ პარასკევს გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმის სამკურნალოდ გაგზავნილმა ჩინელმა ექიმმა […]

admin26.04.2020

კომუნისტურ ვიეტნამში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონს შეადგენს, კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა გამოვლენილი და არც ერთი პაციენტი არ არის გარდაცვლილი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვირუსის აფეთქების შემდეგ გამოითქმებოდა პროგნოზები, რომ რეგიონის ქვეყნები, რომელსაც ჩინელი ვიზიტორების უზარმაზარი რაოდენობა ჰყავდა, მათ შორის იქნებოდნენ, რომელთაც კორონავირუსი ყველაზე მეტად დააზარალებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონზე მეტს შეადგენს, ამ დროისთვის ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა […]

admin22.04.2020

გაერო გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მსოფლიოს „ბიბლიური“ შიმშილობა ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიო ფართომასშტაბიანი „ბიბლიური“ შიმშილობის რისკის ქვეშაა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბეისლიმ განაცხადა, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო, გადაუდებელი და ბრძნული ქმედებებია საჭირო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის სურსათის კრიზისზე მეოთხე ყოველწლიური გლობალური მოხსენების თანახმად მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს და 135 მილიონიდან 250 მილიონზე მეტი შეადგინოს. […]

admin22.04.2020

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სერიოზული ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – BBC

გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად არის ავად, სიმართლეს არ შეესაბამება, იტყობინება BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით. პრესის სათაურების – კიმ ჩენ ინი „სერიოზულადაა ავად“, „ტვინი გათიშული აქვს“ ან „გამოჯანმრთელების გზაზეა ოპერაციის შემდეგ“ – დადგენა ყოველთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ სეულში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთიდან […]

admin21.04.2020

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აჩერებს იმიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ და „სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან“ გამომდინარე, იგი აჩერებს იმიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორშაბათ ღამით „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ იმიგრაციის შეჩერება „უხილავი მტრის თავდასხმამ“ და „ჩვენი დიდებული ამერიკელი მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან“ გამომდინარე არის განპირობებული. მან დაამატა, რომ იმიგრაციის დროებით შეჩერების თაობაზე შესაბამის ბრძანებას მოაწერს […]

admin21.04.2020

ემანუელ მაკრონი: „ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვილონი, რომ ვთქვათ, რომ ჩინეთი გაცილებით უკეთესი იყო ამის [კორონავირუსის] თავის გართმევაში“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის მიერ კორონავირუსის აფეთქებისადმი საპასუხო ზომების მიმართ მზარდ სკეპტიციზმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. შეკითხვაზე – ჩინეთის ავტორიტარულმა პასუხმა, რაც აფეთქების კონტროლის ქვეშ მოქცევა განაპირობა, გამოავლინა თუ არა დასავლური დემოკრატიების სისუსტე – მაკრონმა უპასუხა, რომ არ არსებობს შედარება ღია საზოგადოებასა და მათ შორის, რომლებიც სიმართლეს ახშობენ. „ამ განსხვავებულობის და გაკეთებული არჩევანების მოცემულობით და […]

admin17.04.2020

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსებას უჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ინსტრუქცია გასცა თავისი ადმინისტრაციის მიმართ, რომ შეაჩერონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსება, რადგან აღნიშნულმა ორგანიზაციამ „ვერ გაართვა თავი თავის მთავარ მოვალეობას“, სათანადოდ შეეფასებინა ჩინეთში კორონავირუსის პირველი აფეთქება და შემდგომი პროცესები. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას თავისი ფუნქცია რომ შეესრულებინა ჩინეთში სამედიცინო ექსპერტების გაგზავნით და მდგომარეობის ობიექტურად შეფასებით და ეთქვა […]

admin15.04.2020