Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

დანიის მთავარი ეპიდემიოლოგი დიდი ეჭვით უყურებს იმას, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება დაატყდეთ თავს

დანია პირველი ქვეყანა იყო ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც ახალი კორნავირუსის აფეთქების შემდეგ თვითიზოლაციის ზომებს მიმართა და ასევე, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ის დაასრულა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლას 15 აპრილს დაუბრუნდნენ და თმის შეჭრის სალონებიც მალევე გაიხსნა. ახლა ქვეყანამ რესტორნების და დიდი სავაჭრო მაღაზიების გახსნა დაიწყო და ინფექციის გასაკონტროლებლად ახალი ზომები დააწესა. დანიის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, კარე მოლბაკემ […]

admin14.05.2020

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კორონავირუსითაა ინფიცირებული და საავადმყოფოში მკურნალობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. „დიახ, მე ავად ვარ და ვმკურნალობ“, განაცხადა მან როგორც ამას BBC რუსული ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იტყობინება. 52 წლის პესკოვს არ უთქვამს თუ რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა. ამ დროისთვის არაფერი თქმულა იმის თაობაზე თუ როდის იყო ბოლოს ახლო ურთიერთობაში იგი პრეზიდენტ პუტინთან, რომელიც აპრილის […]

admin12.05.2020

ტრამპმა „კატასტროფა“ უწოდა ობამას და ბაიდენის „H1N1“-ის აფეთქებისას გადადგმულ საპასუხო ზომებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი წინამორბედის, აშშ-ისყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებზე „დემოკრატების“ მოსალოდნელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის „H1N1“-ის აფეთქებისას გაწეულ საქმიანობას „კატასტროფად“ აფასებს. „ჩვენ დიდებულ ნიშნებს ვიღებთ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისთვის, განსაკუთრებით ჩინეთიდან, ინფექციის წყაროდან, აშშ-ში ადამიანების შესვლის ადრეული აკრძალვისთვის. შეადარეთ ეს ობამას/„მძინარე ჯოს“ კატასტროფას, რომელიც ცნობილია როგორც […]

admin12.05.2020

მოსკოვის მერი: რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 3-ჯერ მეტს – 300 000-ს შეადგენს

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 11 231-ით გაიზარდა და უკვე მე-5 ერთმანეთს მიყოლებული დღეა, რაც ინფიცირების გამოვლენილი რიცხვი ყოველდღიურად 10 000-ზე მეტია, იუწყება BBC. ვირუსის ეპიცენტრი დედაქალაქი მოსკოვია, სადაც ოფიციალური ცნობებით 96 676 შემთხვევა ფიქსირდება. მთელი რუსეთის მასშტაბით კი 177 160 ინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან, როგორც ამას მთავრობა აცხადებს, 1 625 ადამიანია გარდაცვლილი, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, […]

admin07.05.2020

დონალდ ტრამპის განცხადებით, მაისის ბოლოს კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიშლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი მაისის ბოლოს დაიშლება. აღნიშნული განცხადება მან არიზონაში, ნიღბების წარმოების ქარხანაში სტუმრობისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ახლა ჩვენ ცოტა განსხვავებულ ფორმას ვხედავთ, ეს ფორმა არის უსაფრთხოება და გახსნა. ჩვენ ალბათ სხვა ჯგუფი გვექნება. ჩვენ ჩვენს ქვეყანას […]

admin06.05.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 10 633-ით გაიზარდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 10 633-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 134 686 შეადგინა. როგორც BBC  იუწყება, კვირას, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა რაოდენობა 1 280-მდე გაზარდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ წინ არის. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტი, 68 606 სწორედ მოსკოვზე […]

admin03.05.2020

ბორის ჯონსონმა გამოამჟღავნა, რომ მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად „ლიტრობით და ლიტრობით ჟანგბადის“ მიწოდება გახდა საჭირო

ბორის ჯონსონმა გამოამჟღავნა, რომ იმ დროს, როცა იგი კორონავირუსზე სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და სერიოზულად იყო ავად, „გაუთვალისწინებელი დამატებითი გარემოებების გეგმა“ შედგენილი იყო. „The Sun on Sunday“-სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად „ლიტრობით და ლიტრობით ჟანგბადის“ მიწოდება გახდა საჭირო. მან განაცხადა, რომ მისმა ლონდონის […]

admin03.05.2020

3-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ კიმ ჩენ ინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ კვირების განმავლობაში უწყვეტი სპეკულაციების შემდეგ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ შაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანის ჩრილოეთ ნაწილში მინერალური სასუქების ქარხნის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რაც ქვეყნის სახელმწიფო მედიის მიერ 12 აპრილის შემდეგ პირველად გავრცელებული ინფორმაციაა უზენაესი ლიდერის გამოჩენის შესახებ. როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ KCNA -ზე დაყრდნობით იტყობინება, […]

admin02.05.2020

რუსეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ახლახან გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა“, – უთხრა რუსეთის პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვიდეოკონფერენციის დროს. რუსეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს. ბრძანებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა.

admin01.05.2020

ინგლისში, სადაც საგანგებო წესების დარღვევისთვის ჯარიმა £60 ფუნტს (240 ლარი) შეადგენს, პოლიციამ აპრილში 9 000-მდე მოქალაქეს გამოუწერა ჯარიმა

1 აპრილიდან 27 აპრილამდე პოლიციამ ინგლისში საგანგებო წესების დარღვევისთვის 8 877 ადამიანი დააჯარიმა, ხოლო უელსში 299, იტყობინება BBC ეროვნული პოლიციის უფროსების საბჭოზე დაყრდნობით. დაახლოებით 400 საჯარიმო შეტყობინება განმეორებით დარღვევაზეა გამოცემული, ერთ-ერთ პირს კი წესების 6-ჯერ დარღვევისთვის გამოუწერეს ჯარიმები. პოლიცია კანონდამრღვევ მოქალაქეს პირველ ჯერზე 60 ფუნტი სტერლინგის ოდენობის (საქართველოს ეროვნული ბანკის 30 აპრილის გაცვლითი კურსით – […]

admin01.05.2020