Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ტრამპი აფრთხილებს ამერიკელებს, რომ წინ „ძალიან, ძალიან მტკივნეული“ დღეები ელოდებათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები, რომ წინ „მტკივნეული“ დღეები ელოდებათ. როგორც BBC იუწყება, წინასწარი გათვლებით და შეფასებებით კორონავირუსმა შესაძლოა 250 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში. „ეს იქნება ძალიან მტკივნეული – ძალიან, ძალიან მტკივნეული ორი კვირა“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, აღწერა რა პანდემია, როგორც „ჭირი“. „მინდა ყველა ამერიკელი […]

admin01.04.2020

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 163 000 შეადგინა

ორშაბათი ყველაზე საშინელი დღე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სადაც კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 3,000-ს გადააჭარბა და 3,017 შეადგინა. მხოლოდ ორშაბათს, დაავადებამ სულ მცირე 540 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 163 000 შეადგინა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“. ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების დადასტურებული რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ეს რიცხვი მოსალოდნელია, რომ […]

admin31.03.2020

ბორის ჯონსონი აფრთხილებს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას, რომ კრიზისი გაუარესდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციის პირობებში განაგრძობს მთავრობის ხელმძღვანელობას, ქვეყნის თითოეული მობინადრისთვის გაგზავნილ წერილში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის კრიზისი გაუარესდება, ვიდრე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. წერილში იგი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული. ბრიტანელებს ასევე გაეგზავნებათ ლიფლიტები, სადაც დეტალურად არის მოცემული მთავრობის წესები სახლიდან გასვლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. […]

admin29.03.2020

ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ, 2 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტს

პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მსხვილ სტიმულირების პაკეტს, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობით, მოაწერა ხელი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის. კანონპროექტს მხარი ჯერ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ის უკვე კანონად იქცა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული […]

admin28.03.2020

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 9,134-ამდე გაზარდა, ინფიცირებულთა ახალმა შემთხვევებმა კი 4,401 შეადგინა და ახლა იტალიაში უკვე კორონავირუსის 66,414 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში მკვეთრად, 181-ით გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც 31%-იანი ზრდაა და დღემდე ყველაზე მაღალი, საერთო ჯამში კი იქ უკვე 759 ადამიანია გარდაცვლილი. ტესტირებისას […]

admin27.03.2020

დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსით ინფიცირებულ ბორის ჯონსონთან შეხვედრა ორ კვირაზე მეტია რაც არ ჰქონია

დედოფალი ელისაბედ მეორე ორ კვირაზე მეტია რაც პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს არ შეხვედრია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, განაცხადა ბუკინგემის სასახლემ. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლის თქმით, 93 წლის მონარქი ბოლოს პრემიერ მინისტრ ჯონსონს 11 მარტს შეხვდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება პარასკევს დაუდგინდა. ინფიცირება დაუდგინდა ასევე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, მათ ჰანკოკს. იგი მსუბუქი სიმპტომებით, თვითიზოლაციაში […]

admin27.03.2020

შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აქვს ახლა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას – ტესტირების 85,500-ზე მეტი პოზიტიური შედეგით, რითაც მან გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ახალმა კორონოვირსუმა დაიწყო გავრცელება და ასევე დღემდე მეორე ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანას, იტალიას. როგროც BBC იუწყება, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში 81,782, ხოლო იტალიაში 80,589 შემთხვევაა დადასტურებული. […]

admin27.03.2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა – რა ხდება სხვა ქვეყნებში?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით. განახლებული მონაცემებით „კოვიდ-19“-ს აშშ-ში 1,050 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ კი, მას შემდეგ რაც 1 დღეში 10,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69,171 შეადგინა. აშშ-ის სენატმა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად 2 ტრილიონი დოლარის კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე […]

admin26.03.2020

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ თითქმის 800-ს მიაღწია

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 800-ს მიაღწია, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი დაახლოებით 55 000-ს შეადგენს. ყველაზე მეტი დარტყმა ნიუ იორკის და კალიფორნიის შტატებმა მიიღეს. ბევრმა შტატმა დახურვის სხვადასხვა დონის შესახებ გამოაცხადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ აშშ შესაძლოა პანდემიის შემდეგი გლობალური ეპიცენტრი გახდეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, […]

admin25.03.2020

დონალდ ტრამპი: „თქვენ უფრო მეტ ადამიანს დაკარგავთ რეცესიით, ვიდრე ვირუსით“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო ენერგიულად გაიმეორა წინათ გაკეთებული განცხადებების პათოსი და თქვა, რომ ამერიკამ დაუყოვნებლივ უნდა გახსნას თავისი ეკონომიკა და პასუხისმგებლობა ჯანდაცვის ექსპერტებს გადააბრალა. „თქვენ შეიძლება გაანადგუროთ ქვეყანა მისი დახურვით“, განაცხადა ტრამპმა. „თქვენ დაკარგავთ უფრო მეტ ადამიანს ქვეყნის მასობრივ რეცესიაში მოქცევით“ ან დეპრესიით. „მე ვისურვებდი ქვეყანა გაიხსნას აღდგომისთვის და გაგრძელდეს განვითარება“.

admin24.03.2020