ვლადიმერ პუტინი სოჭში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭის რეზიდენციაში ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კრემლი მხარს უჭერს იმას, რომ ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე მშვიდ გარემოში, ერთმანეთთან დიალოგით მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე. „ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რა ხდება ბელარუსში, და შიდაპოლიტიკური მოვლენები, ზუსტად ამ არჩევნებთან დაკავშირებული. თქვენ ჩვენი პოზიცია კარგად იცით. […]