თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ნიღაბი მოიხსნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა და კორონავირუსზე მკურნალობას იქ განაგრძობს. თეთრი სახლის აივანზე მან ნიღაბი მოიხსნა და ისე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. „თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ მისცეთ მას საშუალება იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ საავადმყოფოს დატოვებამდე. „მე თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინათ […]