ბაიდენი დარწმუნებულია, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა და თავდასხმა შესაძლოა „მომავალ დღეებში“ მოხდეს. ბაიდენის თქმით, შეფასება აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზეა დაფუძნებული და სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის საზღვართან და უკრაინაში 169 000-დან190 000-ამდე რუსი სამხედრო პირია განლაგებული და ეს რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის […]