ევროპის სახელმწიფოები პუტინის აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას „მტკიცე პასუხს“ გასცემენ
ევროპის სახელმწიფოები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კობრას“ საგანგებო სხდომა მოიწვია, მანამდე კი განაცხადა, რომ ბრიტანეთი „მტკიცე პასუხს“ გასცემს პუტინის ქმედებებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ […]