Tuesday, 25 August 2026
$ 2.62
3.05
£ 3.57
0.03
0.05

გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაუელის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულება გახდა. „გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ამ დილით, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”, – დაწერა ოჯახმა „ფეისბუქზე“ და აღნიშნა, რომ […]

admin19.10.2021

გერმანიის არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა და გამარჯვება „სოციალ-დემოკრატებმა“ მოიპოვა

GUARDIAN.GE – გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულმა „სოციალ-დემოკრატებმა“ ქვეყნის ფედერალურ არჩევნებში მცირეპროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა და კანცლერის პოსტიდან მიმავალი ანგელა მერკელის პარტია დაამარცხა, – იტყობინება BBC წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით. „სოციალ-დემოკრატებმა“ ამომრჩეველთა ხმების 25.7%, ხოლო მმართველმა კონსერვატიულმა ბლოკმა CDU/CSU 24.1% მიიღო. „მწვანეებმა“ პარტიის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და 14.8%-ის მიღებით მესამე ადგილზე გავიდნენ. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა იქნება საჭირო და ეს […]

admin27.09.2021

ქვეყნები, სადაც ბავშვებს „კოვიდ“-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ცრიან

დიდი ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ექსპერტების რჩევის შემდეგ, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ხდება. მედიცინის მუშაკების რეკომენდაციაა, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში „ფაიზერის“ ერთი დოზა იყოს შეთავაზებული. უფრო ადრე, მაისში, ევროპის მედიცინის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება უკვე დაამტკიცა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. მას შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა სხვადასხვა დროს მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების […]

admin14.09.2021

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს

GUARDIAN.GE – ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაქცევის შემდეგ ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს და აცხადებს, რომ ქაბულის დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც ღანიმ თქვა, მას არ ჰქონია თავისი ხალხის მიტოვების განზრახვა, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთადერთი გზა“. მან კიდევ ერთხელ უარყო „უსაფუძვლო“ ბრალდებები, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 169 […]

admin09.09.2021

პრეზიდენტმა ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე – რამაც თალიბანის მებროლების ძალაუფლებაში სწრაფი დაბრუნება განაპირობა – და ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი ყოფნის დასრულების შემდეგ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა არჩევანს არ წარმოადგენდა. მან შეაქო ჯარი თალიბანის რეჟიმისგან გაქცევის მსურველი 120 000-ზე მეტი ადამიანის საჰაერო გადაყვანის ორგანიზებისთვის […]

admin01.09.2021

პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაღალ თანამდებობებზე 4 პირი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 4 პირის დანიშვნის განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯონ ბასი, რომელიც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში (2009-2012წწ), სახელმწიფო მდივნის მოადგილედ არის წარდგენილი (მენეჯმენტის განხრით). დევიდ კოენი – აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კანადაში. ჯემი ჰარპუტლიანი – აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან […]

admin22.07.2021

აშშ-ის შტატ ორეგონში, ხანძარმა 300 000 აკრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონში, აქტიურმა ხანძარმა 300 000 აკრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. BBC-ის ცნობით, შტატ ორეგონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მასშტაბის ხანძარს, რომელიც 6 ივლისს დაიწყო, 2 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დრომდე სტიქიამ გაანადგურა ტერიტორია, რომელიც ქალაქ ლოს-ანჯელესზე უფრო დიდი მოცულობისაა. აშშ-ის 13 შტატში ამჟამად ხანძრის 80-ზე მეტი კერაა აქტიური და ცხელ ამინდებს […]

admin20.07.2021

გერმანიის ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ნაცისტების მსხვერპლთა შთამომავლებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას აადვილებს

გერმანელმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს კანონი, რომელიც უფრო ადვილს გახდის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას მათი შთამომავლებისთვის, ვინც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და მათ გაექცა. გერმანული კანონის მიხედვით, პირებს, რომელთაც მოქალაქეობაზე უარის თქმა თავიანთ პოლიტიკურ, რასისტულ ან რელიგიურ საფუძვლებზე მოუხდათ, შეუძლიათ მისი აღდგენა და ასეთივე შესაძლებობა აქვთ მათ შთამომავლებსაც, თუმცა კანონში არსებული ხარვეზების გამო, ბევრმა, დღემდე არსებული კანონმდებლობით […]

admin26.06.2021

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისი ლიდერობს

პარასკევს, 18 ივნისს, გამართულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი სასულიერო პირი და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, 60 წლის ებრაჰიმ რაისი ლიდერობს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა კანდიდატებმა – მათ შორის ულტრაკონსერვატორებმა, მოჰსენ რეზაიმ და ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემიმ და რეფორმატორმა, აბდოლნასერ ჰემატიმ, დამარცხება აღიარეს და რაისს გამარჯვება მიულოცეს. მიმავალმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, რომელმაც პოსტზე ყოფნის […]

admin19.06.2021

ბაიდენმა და პუტინმა ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია ცალ-ცალკე გამართეს

„იქ, სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებები, მინდა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინთან 2-საათიანი მოალაპარაკებების დასრულების შემდეგ. „მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ, ის ამერიკელი ხალხისთვისაა“, – […]

admin17.06.2021