„კომსომოლსკაია პრავდა“: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო პირია მოკლული
რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული. როგორც CNN იტყობინება, რუსულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პერიოდში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 9861 ადამიანი, დაიჭრა 16153“. CNN-მა გააანალიზა ვებგვერდის […]