Tuesday, 25 August 2026
$ 2.62
3.05
£ 3.57
0.03
0.05

ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ექვსი საკითხიდან ოთხზე „ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპრაკებებზე ექვსი საკითხიდან ოთხზე ჩანს, რომ „ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს. ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, ხოლო უქმეებზე ან „შემდეგი კვირის პირველ დღეებში“ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. „არის ექვსი საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში და […]

admin25.03.2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთისადმი შიშმა ტაივანიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა

ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირის განმავლობაში, უცხოელმა ინვესტორებმა დაახლოებით 480 მილიარდი ტაივანური დოლარის (16,9 მილიარდი აშშ დოლარი) […]

admin24.03.2022

84 წლის ასაკში მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ჩეხი ემიგრანტი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. იგი ამერიკის პირველი დიპლომატი 1997 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს გახდა. ოლბრაიტი შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად ბავშვობაში, 1948 წელს გადავიდა, როცა მისმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა იმ მოტივით, რომ მათ არ შეეძლოთ სახლში დაბრუნება როგორც თავიანთი ქვეყნის კომუნისტური რეჟიმის […]

admin24.03.2022

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, – თქვა მან. უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა დღემდე არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკება გამართეს, მათ […]

admin22.03.2022

„კომსომოლსკაია პრავდა“: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო პირია მოკლული

რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული. როგორც CNN იტყობინება, რუსულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პერიოდში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 9861 ადამიანი, დაიჭრა 16153“. CNN-მა გააანალიზა ვებგვერდის […]

admin22.03.2022

პუტინმა პროდასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას პროდასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა. „დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც ფულს შოულობენ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობენ იქ. მე „იქ ცხოვრებაში“ ვგულისხმობ არა ამ სიტყვის გეოგრაფიულ მნიშვნელობას, არამედ მათი ფიქრების, მათი მონური ცნობიერების მიხედვით ცხოვრებას“, – განაცხადა პუტინმა. ამ ადამიანებს „არ შეუძლიათ ხამანწკების და გენდერული თავისუფლების […]

admin18.03.2022

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC. იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, 57 კილომეტრის სიღრმეში, მიწისსძვრის სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა. ამავე რეგიონში 11 წლის წინათ მომხდარმა ძლიერმა […]

admin17.03.2022

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა

მერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. ბაიდენის მიერ პუტინისადამი ამგვარი ტერმინის გამოყენება პირველი შემთხვევაა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი „თავისი გულიდან საუბრობდა“. მიუხედავად ამისა, კრემლმა აღნიშნულ შეფასებას „მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი რიტორიკა მიუღებელია და მიუტევებელია სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომლის ბომბებმა ასობით ათასი ადამიანი […]

admin17.03.2022

ვოლოდიმირ ზელენსკი: წლებია, ჩვენ გვესმოდა, თუ როგორ ღიაა NATO-ს კარი წევრობისთვის, მაგრამ ახლა გვესმის, რომ ვერ შევდივართ

იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და ოფიციალურად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სეპარატისტული პროვინციები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში კი, უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პუტინისგან წამოსული ინიციატივის განსახილველად მოლაპარაკებების დაწყება დასაშვებად მიიჩნია. „წლებია, ჩვენ […]

admin16.03.2022

იაპონია კიდევ 17 რუსს, მათ შორის ოლიგარქებს, სანქციებს უწესებს

REUTERS-ის ფოტოზე: რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ვექსელბერგი 2020 წლის 21 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიოს 50-ე ეკონომიკურ ფორუმზე იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია დამატებით კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციების სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ მილიარდერ იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის 11 წევრი და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვექსელბერგი. ამ ნაბიჯით […]

admin15.03.2022