ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო და აშშ მის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“
ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება“. „თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“, უთხრა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას. რუსეთის უკარინაში შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტი იყო უცხოეთში. ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პაკეტი დაამტკიცა […]