Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა

უკრაინის უმაღლესი ოფიციალური პირების მხრიდან საჰაერო მხარდაჭერის განახლების მოწოდებების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აშშ ხომ არ უზრუნველყოფს უკრაინას თვითმფრინავებით, ბაიდენმა მარტივად უპასუხა – „არა“. მისი კომენტარი ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის ლიდერმა ასევე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის მიწოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა […]

admin31.01.2023

სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად

სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული და 157 სხვას დაზიანებები აქვს მიღებული პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე, როგორც BBC იტყობინება, ქალაქ პეშავარის მეჩეთში სალოცავად მყოფი პოლიციელები იყვნენ. აფეთქება დაახლოებით 13:30 საათზე (08:30 გრინვიჩის დროით), საღამოს ლოცვის დროს, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთთან საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება და რომლის ნამდვილობას […]

admin31.01.2023

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იგი გერმანული წარმოების „Leopard 2“ ტანკების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული. „ის ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება [ტანკების გაგზავნის შესახებ] და მორიგი დებატები იწყება გერმანიაში, ეს უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება“, – თქვა მან. ოთხშაბათს გერმანიამ, მოკავშირეების ერთკვირიანი ზეწოლის შემდეგ, უკრაინისთვის მის მიერ წარმოებული […]

admin30.01.2023

ტრამპი აფრთხილებს ბაიდენს, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის საფუძველს ქმნის

იმ ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალი ტექნოლოგიით და განახლებული სამიზნე სისტემით აღჭურვილი 31 „მოწინავე“ „M1A2 Abrams“- ის მიწოდებისთვის ემზადება, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს ჯოზეფ ბაიდენს, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის საფუძველს ქმნის. „ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები გამოჩნდება. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია, – დაწერა […]

admin27.01.2023

ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება

საფრანგეთი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯებს მესამედით და უფრო მეტადაც გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ პერიოდის ბიუჯეტი 413 მილიარდი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019-2025 წლებში გამოყოფოლი 295 მილიარდი ევროს ფონზე. მაკრონის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2017 წელს მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე – 2030 წლისთვის, საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება. საფრანგეთის ლიდერმა აღიარა „მშვიდობის […]

admin23.01.2023

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი გეგმის ფარგლებში ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-ის პროგრამაში „Москва. Кремль. Путин“ – განაცხადა. „ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მებრძოლები კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ საბრძოლო საქმის შედეგებით“, – თქვა […]

admin17.01.2023

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს. მანამდე, მსგავსი დოკუმენტები ბაიდენის თანაშემწეებმა ვაშინგტონის ოფისში აღმოაჩინეს, რომელსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იყენებდა. გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლენდმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამოყენებას დამოუკიდებელი ადვოკატი გამოიძიებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საიდუმლო მასალას სერიოზულად აღიქვამს“, თეთრმა სახლმა […]

admin14.01.2023

ბაიდენის მორიგი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტები იპოვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო სამთავრობო ჩანაწერების მორიგი ნაკრები იპოვეს, რაც თეთრი სახლისთვის მზარდ პოლიტიკური უხერხულობას წარმოშობს. ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებზე თეთრ სახლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღმოჩენა დაადასტურა BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა და სხვა ამერიკულმა მედიამ. ოთხშაბათს ჯერ არ იყო ნათელი, როდის ან სად იპოვეს ფაილების დამატებითი პარტია ბაიდენის თანაშემწეებმა. მანამდე, პოტენციურად საიდუმლო […]

admin12.01.2023

ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საიდუმლო დოკუმენტების პოვნით ანალიტიკური ცენტრის ოფისში, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე იყენებდა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულად თანამშრომლობენ მომხდარის განხილვაში. მან ჟურნალისტებს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, არ იცის, რა იყო დოკუმენტებში. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ […]

admin11.01.2023

ბაიდენის კერძო ოფისში პოტენციურად გასაიდუმლოებული ფაილები იპოვეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა. ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გამოძიება მისი პრეზიდენტობის შემდეგ საიდუმლო ფაილების ფლორიდაში გადატანის გამო […]

admin10.01.2023