12 წლის შემდეგ ლუის ინასიო ლულა და სილვა ისევ ბრაზილიის პრეზიდენტი გახდა
ბრაზილიამ არჩევანი ყოფილ პრეზიდენტზე, 77 წლის მემარცხენე ლუის ინასიო და სილვაზე გააკეთა. მან მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლულამ ხმების 50.9% მიიღო. ეს ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფალური დაბრუნებაა დიდ პოლიტიკაში. მას არჩევნებში მონაწილეობა 2018 წელსაც სურდა, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გამო ამის საშუალება არ მიეცა. კორუფციის ბრალდებით გასამართლებულმა ლულამ პატიმრობაში 580 […]