ოლაფ შოლცი: დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს
დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის დასრულების დაჩქარება. „ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, როდესაც საჭიროა ვიმსჯელოთ, როგორ შევძლებთ ომიდან მშვიდობაზე გადასვლას უფრო სწრაფად, ვიდრე ამჟამად ჩანს“, – განაცხადა შოლცმა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ […]