Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო – ტრამპი აშშ-ში ყველა იმპორტზე 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აწესებს – ჩინეთისთვის 54%-იან, ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმპორტზე 10%-იანი უნივერსალური ტარიფები დაწესდება, რომელიც ამოქმედდება 5 აპრილიდან, რაც გლობალური ვაჭრობისთვის წყალგამყოფი მომენტია. ტრამპის მიერ საყოველთაო ტარიფების დაწესების გამოცხადებისთანავე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა. ჩინეთმა მოითხოვა ტრამპისგან ტარიფების გაუქმება და პირობა დადო საპასუხო ზომების მიღებაზე. სხვა ქვეყნების ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ სავაჭრო ომის გამწვავების გამო. ჩინეთის […]

admin03.04.2025

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებით იმედგაწბილებულია

 თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაწბილებულია როგორც რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტით, ვოლოდიმირ ზელენსკით. ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, რის გამოც ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება. „დონალდ ტრამპი ორივე ლიდერით იმედგაწბილებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და […]

admin02.04.2025

მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება

საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის გარდა, მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითი. მაგრამ უცნობია, გაუშვებენ თუ არა მას ციხეში ან ექნება თუ არა […]

admin31.03.2025

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობისთვის მესამე ვადით იბრძოლოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ  ტრამპმა კვირას  NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი „არ ხუმრობს“, რომ პოტენციურად მესამე ვადით იყაროს კენჭი. მისი თქმით, „არსებობს მეთოდები“, რომელთა გამოყენებაც შეუძლია იმისათვის, რომ მესამედ ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“. 22-ე შესწორებით, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებს არ შეუძლიათ ორ ვადაზე მეტად იმუშაონ თანამდებობაზე. „ბევრ ადამიანს […]

admin31.03.2025

1700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიანმარის მეორე უდიდესი ქალაქის,მანდალეის მახლობლად 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მასობრივი განადგურება გამოიწვია – დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათასმა კი დაზიანება მიიღო. დღეს დილით გაერომ განაცხადა, რომ სამედიცინო მარაგების სერიოზული დეფიციტია, რაც ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირებას ართულებს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ნანგრევებად ქცეულ შენობებში ორივე ქვეყანაში, მიანმარსა და […]

admin30.03.2025

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

1000 ადამიანზე მეტი დაიღუპა მიანმარში და ასობით დაშავდა წინა დღეს მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებში. დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მიანმარსა და ტაილანდში დანგრეულ შენობებში მაშველების მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგები გახდა ცნობილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება ბანგკოკში დაუსრულებელი მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით […]

admin29.03.2025

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან ძველი ურთიერთობა დასრულდა

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, „რომელიც ეფუძნებოდა ჩვენი ეკონომიკების გაღრმავებულ ინტეგრაციას და უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის სიძლიერეს, დასრულდა“. ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას კაბინეტის სხდომის შემდეგ, კარნიმ თქვა, რომ კანადელებმა „ფუნდამენტურად უნდა გადახედონ ჩვენს ეკონომიკას“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე. მან თქვა, რომ კანადა საპასუხო ტარიფებით გამოეხმაურება თეთრი სახლის გადაწყვეტილებას […]

admin28.03.2025

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვაშინგტონის განცხადებიდან მალევე, კრემლმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, სანამ სანქციები არ მოიხსნება

საუდის არაბეთში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან ცალკე შეთანხმებით, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ყველა მხარე განაგრძობს მუშაობას „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად, ნათქვამია განცხადებებში, რომლებიც აანონსებენ შეთანხმებებს, რაც ხელახლა გახსნის მნიშვნელოვან სავაჭრო გზას. თეთრი სახლის განცხადებით, მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ „განავითარონ ზომები“ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ადრე […]

admin26.03.2025

დონალდ ტრამპი: პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო, განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ლიდერები შეთანხმდნენ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლის შეწყვეტაზე. მისივე თქმით, განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი. „ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის […]

admin19.03.2025

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“. ამავე დროს, პუტინი შეკითხვას სვამს: „ვინ გასცემს ბრძანებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და რა ფასი ექნება ამ ბრძანებებს?“ რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას […]

admin13.03.2025