Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

ტრამპმა თავისი მუქარა შეასრულა და ჩინეთს 104%-იანი ტარიფი დაუწესა, პეკინი აცხადებს, რომ „ჩინელებს არ უყვართ ზეწოლა და მუქარა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, მათ შორის ჩინეთისთვის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი სახელმწიფოსთვის, 104%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა. ჩინეთს თავდაპირველად ტრამპმა 20%-იანი ტარიფი დაუწესა, შემდეგ დამატებით 34% და ბოლოს, პეკინის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული საპასუხო გადასახადის გაუქმებაზე უარის თქმის გამო, 50% და საბოლოოდ, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში […]

admin09.04.2025

ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ, ჩინეთმა პირობა დადო, რომ არასოდეს მიიღებს აშშ-ის შანტაჟს და „ბოლომდე იბრძოლებს“

ჩინეთმა მკაცრად უპასუხა ამერიკის შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა პეკინს დამატებით 50%-ის ტარიფის დაწესებით, თუკი ის არ მოუხსნის აშშ-ს საპასუხო მოსაკრებელს. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ის არასოდეს მიიღებს  „აშშ-ის შანტაჟის ბუნებას“ და პირობა დადო, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“. ჩინეთის რამდენიმე სახელმწიფო კომპანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ფინანსურ ბაზრებს აშშ-სთან სავაჭრო […]

admin08.04.2025

კირ სტარმერი: „მსოფლიო, ისეთი როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო, როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მზად არის, დაიცვას ქვეყნის ეკონომიკა აშშ-ის ტარიფების გავლენისგან. 10%-იანი „საწყისი“ ტარიფი აშშ-ში იმპორტის უმეტეს ნაწილზე 5 აპრილს ამოქმედდა – რამდენიმე ქვეყანა 9 აპრილიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე უფრო მაღალ გადასახადებს გადაიხდის. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეეცდება გააძლიეროს […]

admin06.04.2025

ჩინეთი აშშ-ს პასუხობს და დამატებით 34%-იან გადასახადს უწესებს, ტრამპი კი აცხადებს, რომ „ჩინეთმა არასწორად ითამაშა, პანიკაში ჩავარდა“ და მისი პოლიტიკა ტარიფებთან დაკავშირებით „არასოდეს შეიცვლება“

აშშ-ის საფონდო ბირჟები მკვეთრად დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ შეერთებულ შტატებს საპასუხო დარტმა მიაყენა. ჩინეთმა, რომელსაც აშშ-ში შეტანილ საქონელზე საერთო ჯამში 54%-იანი იმპორტის გადასახადის გადახდა მოუწევს, განაცხადა, რომ საპასუხოდ მომავალი კვირიდან აშშ-ის საქონელზე დამატებით 34%-იან გადასახადს დააწესებს, რაც ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების კიდევ უფრო დიდ ვარდნას გამოიწვევს. აშშ-ის […]

admin04.04.2025

მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო – ტრამპი აშშ-ში ყველა იმპორტზე 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აწესებს – ჩინეთისთვის 54%-იან, ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმპორტზე 10%-იანი უნივერსალური ტარიფები დაწესდება, რომელიც ამოქმედდება 5 აპრილიდან, რაც გლობალური ვაჭრობისთვის წყალგამყოფი მომენტია. ტრამპის მიერ საყოველთაო ტარიფების დაწესების გამოცხადებისთანავე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა. ჩინეთმა მოითხოვა ტრამპისგან ტარიფების გაუქმება და პირობა დადო საპასუხო ზომების მიღებაზე. სხვა ქვეყნების ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ სავაჭრო ომის გამწვავების გამო. ჩინეთის […]

admin03.04.2025

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებით იმედგაწბილებულია

 თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაწბილებულია როგორც რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტით, ვოლოდიმირ ზელენსკით. ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, რის გამოც ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება. „დონალდ ტრამპი ორივე ლიდერით იმედგაწბილებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და […]

admin02.04.2025

მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება

საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის გარდა, მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითი. მაგრამ უცნობია, გაუშვებენ თუ არა მას ციხეში ან ექნება თუ არა […]

admin31.03.2025

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობისთვის მესამე ვადით იბრძოლოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ  ტრამპმა კვირას  NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი „არ ხუმრობს“, რომ პოტენციურად მესამე ვადით იყაროს კენჭი. მისი თქმით, „არსებობს მეთოდები“, რომელთა გამოყენებაც შეუძლია იმისათვის, რომ მესამედ ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“. 22-ე შესწორებით, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებს არ შეუძლიათ ორ ვადაზე მეტად იმუშაონ თანამდებობაზე. „ბევრ ადამიანს […]

admin31.03.2025

1700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიანმარის მეორე უდიდესი ქალაქის,მანდალეის მახლობლად 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მასობრივი განადგურება გამოიწვია – დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათასმა კი დაზიანება მიიღო. დღეს დილით გაერომ განაცხადა, რომ სამედიცინო მარაგების სერიოზული დეფიციტია, რაც ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირებას ართულებს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ნანგრევებად ქცეულ შენობებში ორივე ქვეყანაში, მიანმარსა და […]

admin30.03.2025

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

1000 ადამიანზე მეტი დაიღუპა მიანმარში და ასობით დაშავდა წინა დღეს მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებში. დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მიანმარსა და ტაილანდში დანგრეულ შენობებში მაშველების მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგები გახდა ცნობილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება ბანგკოკში დაუსრულებელი მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით […]

admin29.03.2025