Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რომ ზლენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა მოეწყოს. ზელენსკიმ თქვა, რომ იგი მზად არის პუტინს მარტო შეხვდეს, ან პოტენციურად ასევე, ტრამპთან ერთად. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის […]

admin19.08.2025

დონალდ ტრამპი: პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული და შეხვედრასთან დაკავშირებით დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, […]

admin16.08.2025

დონალდ ტრამპი: სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები

სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან და კიდევ დიდხანს იმეგობრებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სომხეთიც და აზერბაიჯანი დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ და ბევრჯერ ეგონათ, რომ შეთანხმება შეძლეს,  თუმცა ეს აქამდე ვერ მოხდა. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ […]

admin09.08.2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არსებობს შანსი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები სამმხრივ შეხვედრას დათანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს პერსპექტივა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები სამმხრივ შეხვედრას დათანხმდნენ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა. ტრამპის თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული, სად გაიმართება მხარეებს შორის შეხვედრა, თუმცა არსებობს შანსი, რომ შეხვედრა შედგეს. ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, რამდენად ახლოს არის ის შეთანხმების მიღწევასთან. „მე არ ვიცი, არ მინდა ვთქვა, რადგან […]

admin07.08.2025

დონალდ ტრამპი: მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ პრეზიდენტია, ვუთხრათ, ყურადღება მიაქციოს სიტყვებს, რადგან ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევს საკუთარ სიტყვებზე დაფიქრებას ურჩევს. „მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის […]

admin31.07.2025

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროს მიაღწია

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. მოსახლეობას კვლავაც მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლონ. ცუნამი ასევე დაფიქსირდა კუნძულ ოაჰუზეც. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით […]

admin30.07.2025

კამჩატკაზე 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა ფილიპინებზე, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორზე, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთში

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ფილიპინებზე, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც. ფილიპინების მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამი ფილიპინების სანაპიროს 30 ივლისს საღამოს დაატყდა თავს. ტალღების სიმაღლემ, შესაძლოა, ერთ მეტრს მიაღწიოს. ფილიპინების ხელისუფლებამ 20 პროვინციის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ინდონეზიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზეა მოსალოდნელი. ხელისუფლება მოქალაქეებს […]

admin30.07.2025

ტრამპი პუტინისადმი უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ აშშ უკრაინას „სხვადასხვა სახის ძალიან დახვეწილ“ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „სხვადასხვა სახის ძალიან დახვეწილ“ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის და დაამატა, რომ ამისათვის ისინი 100%-იან საფასურს გადაიხდიან, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას ამერიკისთვის – უკრაინა, ევროკავშირი, ნატოს წევრი სახელმწიფოები თუ ყველა ერთად. კვირა საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აღჭურვილობაში შედის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები, „რომლებიც მათ [უკრაინას] უაღრესად […]

admin14.07.2025

აშშ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს უწესებს, ევროკავშირი პროპორციული საპასუხო ზომებით იმუქრება

აშშ ევროკავშირისთვის 30%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი 30%-ან ტარიფებს მექსიკასაც უწესებს, რასაც მექსიკა „უსამართლო გარიგებას“ უწოდებს. „ჩემთვის დიდი პატივია ამ წერილის გაგზავნა, რადგან ის აჩვენებს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების სიძლიერეს, ერთგულებას და იმ ფაქტს, რომ ამერიკის […]

admin12.07.2025

ტეხასის შტატში წყალდიდობას სულ მცირე 82 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი ემსხვერპლა

სულ მცირე 82 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობისას,, ხოლო 41 დაკარგულად მიიჩნევა. მსხვერპლთა შორის 28 ბავშვია. ათი გოგო ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული. 68 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი კერის ოლქში ემსხვერპლა წყალდიდობას, სადაც მდინარის პირას მდებარე ქრისტიანი გოგონების ბანაკი დაიტბორა. 10 გოგო და კონსულტანტი ბანაკიდან – „მისტიკა“ ამ დრომდე დაკარგულებად არიან გამოცხადებული. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაღუპულთა […]

admin07.07.2025