ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას განიხილავს
ევროპარლამენტი ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმას განიხილავს. რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს. ნემეცმა განაცხადა, რომ […]