პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა ჯარებს დონბასიდან ან თავად გაიყვანს, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კიევმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონიდან, სხვა შემთხვევაში რუსეთი დაიპყრობს მას. ამ განცხადებით მან გამორიცხა რაიმე კომპრომისი ტერიტორიული დათმობის შესახებ. „ან ჩვენ ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს, ან უკრაინული ჯარები დატოვებენ ამ ტერიტორიებს“, – უთხრა მან India Today-ს. ამჟამად, მოსკოვი დონბასის 85%-ს აკონტროლებს. […]