Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ბილ და ჰილარი კლინტონები ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემას დათანხმდნენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და მისმა მეუღლემ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, გარდაცვლილი სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის მიერ გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადეს. კლინტონებმა აღნიშნული გადაწყვერილება რამდენიმე დღით ადრე მიიღეს, სანამ კენჭისყრა გაიმართებოდა იმის შესახებ, უნდა განხორციელებულიყო  თუ არა მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში გამოუცხადებლობის გამო. ბილ კლინტონი […]

admin03.02.2026

დონალდ ტრამპი: აშშ-ის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს იმყოფებიან, იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს იმყოფებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ირანის სულიერი ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის შეტევამ, შესაძლოა, რეგიონული ომი გამოიწვიოს. „რა თქმა უნდა, ასე იტყვის, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები გვყავს იქ, ძალიან ახლოს. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. შეთანხმება თუ არ შედგება, […]

admin02.02.2026

ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა

თეირანის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის საპასუხოდ, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „რეპრესიები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ბლოკის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი ირანის მთავარ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, ისეთი ჯიჰადისტების […]

admin30.01.2026

დონალდ ტრამპი: ირანთან ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი, მათ შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ხელისუფლების მხრიდან ვაშინგტონში რამდენიმე სატელეფონო ზარი განხორციელდა და თეირანი დაინტერესებულია, დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორც ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ირანთან სიტუაცია „ცვალებადია“. „ირანის გვერდით ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან არის. მათ სურთ შეთანხმება, მე ეს ვიცი. რამდენჯერმე დარეკეს. საუბარი სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა, […]

admin27.01.2026

გერმანიის კანცლერი: ძველი წესრიგი ძალიან სწრაფად იშლება

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მსოფლიო დიდი ძალების აღზევების პერიოდში შედის. როგორც მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, პირველ რიგში, პატარა სახელმწიფოებისთვის. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ სიმშვიდე და მშვიდობა, რომელიც დავოსშია, მკვეთრ კონტრასტშია იმ სამყაროსთან, რომლის ძველი წესრიგი ძალიან სწრაფად იშლება. მერცის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ყველაზე რადიკალური მაგალითი იყო, […]

admin23.01.2026

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ნილსენი: შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართალს

სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია. არ შეგვიძლია წითელი ხაზების გადაკვეთა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან დიალოგზე, თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარებას იმედოვნებს. იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმების […]

admin23.01.2026

დონალდ ტრამპი: ჩვენ გარეშე ახლა ყველა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით, ომის შემდეგ გრენლანდია უკან დავუბრუნეთ დანიას, როგორი სულელები ვიყავით

ენერგეტიკა, ვაჭრობა, მიგრაცია და ეკონომიკის ზრდა უნდა იყოს ცენტრალური თემები მათთვის, ვისაც სურს ძლიერი და გაერთიანებული დასავლეთის ხილვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ტრამპის თქმით, ევროპელები უნდა ჩამოსცილდნენ იმ კულტურას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნეს. „საშინელი სანახავია, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, რასაც უკეთებენ ამ ლამაზ ადგილებს. […]

admin22.01.2026

დავოსისკენ მიმავალი აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი „მცირე ელექტრო პრობლემის“ გამო ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა, ტრამპმა კი ფრენა უფრო პატარა „Boeing 757“-ით გააგრძელა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Air Force One-ით 20 იანვარს, ღამით უსაფრთხოდ დაეშვა ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის ბაზაზე, თვითმფრინავის შესაცვლელად, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ფრენის ეკიპაჟმა აფრენიდან მალევე აღმოაჩინა ის, რასაც თეთრმა სახლმა „მცირე ელექტრო პრობლემა“ უწოდა. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, „ბოინგ 747“-ის დაშვების შემდეგ ფრენა უფრო პატარა „Boeing 757“-ით გაგრძელდა, რომელიც 21 იანვარს, ადგილობრივი დროით შუაღამის (05:00 […]

admin21.01.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების შეჩერება არ ეხება ტურისტულ ვიზებს

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდიდან (Travel. State. Gov): ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ ბოლო განახლება: 2026 წლის 14 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ […]

admin15.01.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, რათა მკაცრი ზომები მიიღოს იმ განმცხადებლების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ, სახელმწიფო ტვირთად იქცნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა ნახა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების გაცემაზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს. 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანისთვის […]

admin15.01.2026