Monday, 03 August 2026
$ 2.63
3.02
£ 3.53
0.03
0.06

ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ „ჩინეთის და რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ფოკუსირების საგანი ახლა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობაა და არა ტერორიზმი. შეერთებული შტატები „რევიზიონისტი სახელმწიფოების მხრიდან, ისეთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვეყნებისაგან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას, თქვა მატისმა, რითაც მან, როგორც BBC წერს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გაამჟღავნა. რუსეთისადმი აშკარა მინიშნებისას მან გამაფრთხილებელი […]

admin20.01.2018

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა. კენჭისყრის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე სენატში „რესპუბლიკელებსა“ და დემოკრატებს“ შორის გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათ შორის მთავარ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კანონპროექტმა, რომლის მიღებაც აუცილებელი იყო მთავრობის 16 თებერვლამდე დასაფინანსებლად, ხმების საჭირო რაოდენობა – 60 ხმა – ვერ […]

admin20.01.2018

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ტრამპის ნაცვლად, ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს. ვიზიტი ლონდონში აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ემთხვეოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის საელჩოს ახალი შენობის „დიდი გულშემატკივარი არ არის”. „ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, რადგან არ ვუჭერ მხარს […]

admin12.01.2018

ანგელა მერკელი კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვირას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებს, რათა დაასრულოს ქვეყნის პოლიტიკურ ჩიხში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი. გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეზე მეტია გასული და ქვეყანას მთავრობა ჯერ კიდევ არ ჰყავს. BBC-ის ცნობით, 5-დღიან მოლაპარაკებებში ჩართული იქნებიან მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, მისი მოკავშირე „ქრისტიან სოციალური კავშირი“, და სოციალ-დემოკრატები“. ექსპერტები აცხადებენ, რომ […]

admin07.01.2018

მაკრონმა ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ არსებობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ამჟამად არავითარი პროგრესი არ არსებობს. როგორც BBC იუწყება, პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მოტივით განხორციელებული საკადრო წმენდის შემდგომ, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, განსხვავებულობა არსებობს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი დაიღალა ბრიუსელისადმი მუდმივი ვედრებით, […]

admin06.01.2018

9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში ანტი-სამთავრობო პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებისას

9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლისას, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. ისპაჰანის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მსხვერპლის რიცხვმა სულ მცირე 22 შეადგინა. BBC-ის ცნობით, 6 პროტესტანტი პოლიციის განყოფილებიდან იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობსას იქნა მოკლული, სხვაგან კი 11 წლის ბიჭი და მამაკაცი რევოლუციურ მცველებთან ერთად შეხლა-შემოხლისას დაიღუპნენ. 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო […]

admin02.01.2018

ტრამპმა პაკისტანი აშშ-ის მოტყუებაში დაადანაშაულა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანი შეერთებული შტატების მოტყუებაში დაადანაშაულა, მაშინ როცა მისი თქმით, ისლამაბადი ვაშინგტონისაგან უცხოური დახმარების სახით მილიარდობით დოლარს იღებს. 2018 წელს „თვითერზე“ გაკეთებულ თავის პირველ განცხადებაში მან პაკისტანს ასევე ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში დასდო ბრალი. BBC-ის ცნობით, პაკისტანმა ბრალდებაზე გაბრაზებული რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ ყველა ის თანხა, რაც მას აქვს მიღებული, აღრიცხულია და ტრამპის […]

admin02.01.2018

კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“, რითაც გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მას არასოდეს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს ომი. როგორც BBC იუწყება, საახალწლო სატელევიზიო სიტყვაში მან თქვა, რომ მთელი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წვდომის არეშია და დაამატა: „ეს რეალობაა და არა საფრთხე“. ამავე დროს, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ […]

admin01.01.2018

პუტინმა რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გასავლელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა, რათა რუსეთის 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს, იტყობინება რუსული მედია. „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინი არჩევნებზე მიდის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. წინადღით, 26 დეკემბერს, მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებას ხმა მისცა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 600-ზე მეტი ადამიანია შესული, მათ შორის მოქმედი რუსი პოლიტიკოსები […]

admin27.12.2017

ბარაქ ობამამ სოციალური მედიის „უპასუხისმგებლო“ გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ თავის იშვიათ ინტერვიუში ბარაქ ობამამ სოციალური მედიის უპასუხისმგებლო გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ ამგვარი ქმედებები ანადგურებენ ადამიანების კომპლექსური საკითხების გაგებას და ემსახურებიან დეზინფორმაციის გავრცელებას. როგორც BBC წერს, მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი „თვითერის“ ნაყოფიერი მომხმარებელია, მაგრამ ობამას იგი სახელით და გვარით არ უხსენებია. ობამასთან ინტერვიუ „BBC […]

admin27.12.2017