Monday, 03 August 2026
$ 2.63
3.02
£ 3.53
0.03
0.06

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ

უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ, სულ მცირე ახლო მომავალში, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა მედიაჯგუფ „ფუნკე“-სთან ინტერვიუში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. „არ შემიძლია წარმოვიდგინო ახლო წლებში არც თურქეთი, არც უკრაინა ევროკავშირის წევრებად“, განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. ამავე დროს მან გამოხატა მოსაზრება, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს განსაზღვრული მოდელი კიევთან და ანკარასთან […]

admin26.12.2017

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებულ ახალ სანქციებს „ომის აქტი“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებულ ახალ სანქციებს „ომის აქტი“ უწოდა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები სრული ეკონომიკური ბლოკადის ტოლფასია. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის შეკავების გაძლიერება არის ერთადერთი გზა გაწბილებული იყოს შეერთებული შტატები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი ძლიერი […]

admin24.12.2017

სულ მცირე 180 ადამიანია დაღუპული ფილიპინებზე თავსდამტყდარი ტროპიკული შტორმის შედეგად

სულ მცირე 180 ადამიანია დაღუპული, ათეულობით სხვა კი დაკარგულად არის გამოცხადებული ფილიპინების სამხრეთ ნაწილზე თავსდამტყდარი ტროპიკული შტორმის შედეგად, რომლის სიჩქარე 80კმ/სთ-ს შეადგენს. როგორც BBC იუწყება, კუნძულ მინდანოს ზოგიერთ ნაწილში შტორმ „თემბინს“ თან ახლავს თავსხმა წვიმა, წყალდიდობები და მეწყერები. ქალაქებში – ტუბოდსა და პიაგაპოში სახლების ნაწილი ქვა-ღორღშია ჩამარხული. ტუბოდის პოლიციის ოფიცერმა გერი პარამიმ ახალი ამბების სააგენტო […]

admin23.12.2017

კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთს მოლაპარაკებების გამართვისაკენ ბრიუსელიდან მოუწოდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. BBC-ის ცნობით, მან თქვა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ბელგიაში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება, ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. უფრო ადრე, პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა. ესპანეთის მთავრობა მომავალ ნაბიჯებს განიხილავს. […]

admin22.12.2017

კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა. როგორც BBC იუწყება, ბრიუსელში საუბრისას პუჩდემონი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ის „კატალონიის რესპუბლიკის“ გამარჯვებად გამოაცხადა. სეპარატისტულ პარტიებს ახალ ასამბლეაში შემცირებული ადგილებით, მცირე უმრავლესობა ეყოლებათ, თუმცა „მოქალაქეთა პარტია“, რომელსაც სურს რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის შემადგენელ ნახევრადავტონომიურ ნაწილად, პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ამდენად, უცნობია, […]

admin22.12.2017

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ უთხრა უარი ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს. რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორ გადანაწილდა გაერო-ს წევრი […]

admin21.12.2017

29 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეის სპორტდარბაზში და საუნაში გაჩენილი ხანძრის შედეგად

29 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა სხვამ დაზიანებები მიიღო სამხრეთ კორეაში სპორტულ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის 8-სართულიანი შენობის სარდაფში გაჩნდა. ცეცხლმა მთელი შენობა მოიცვა და ამ დროისთვის მისი კერების დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილთა უმეტესობა მეორე სართულზე მდებარე საუნაში იპოვეს. ოფიციოზის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ […]

admin21.12.2017

პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას „ჩრდილოეთ კორეის ძალიან სახიფათო მდგომარეობის ერთობლივად გადაწყვეტის საკითხები განიხილეს“

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილეს ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უჩვეულო მიდგომა გამოხატა პუტინისადმი, მის მიმართ მადლობის თქმით, რაც თავისი რუსი კოლეგის მიერ ამერიკული ეკონომიკის შექებამ განაპირობა. ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს „რამდენიმე კრიზისული ზონის მდგომარეობა და ფოკუსირება გაკეთდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული […]

admin15.12.2017

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ მაკკეინის ქალიშვილი ანუგეშა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბაიდენის ვაჟი ტვინის კიბოს იმავე დაავადებით გარდაიცვალა, რა დიაგნოზიც მაკკეინს დაუდგინდა. როგორც BBC […]

admin14.12.2017

პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც დილით სირიის ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, ბრძანება გასცა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანასთან დაკავშირებით, იტყობინება რუსული მედია. „ვბრძანებ, თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის ხელმძღვანელმა დაიწყონ რუსული სამხედრო შენაერთების მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში გაყვანა“, განაცხადა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლატაკიას სიახლოვეს განლაგებულ საჰაერო ბაზაზე. მისი სიტყვებით, რუსი სამხედროები თავიანთ ახლობლებს გამარჯვებულები უბრუნდებიან. „სამშობლო […]

admin11.12.2017