Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად NATO-ში შესასვლელად

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატოში შესასვლელად, განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ელჩმა კურტ ვოლკერმა, უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანს“ ბრიუსელში. „მათ [უკრაინელებს და ქართველებს] ბევრი მუშაობა ესაჭიროებათ, და ახლა ამ ორ ქვეყანას კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი“, თქვა მან. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც წლების წინათ აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, აღნიშნა, რომ […]

admin11.03.2018

დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინის წერილი გადასცეს, რომელშიც იგი ტრამპთან შეხვედრის სურვილს გამოხატავს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი თანახმაა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოხატა, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა. როგორც BBC იუწყება, შოკისმომგვრელი განცხადება ვაშინგტონში გაკეთდა სამხრეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ, რომელმაც ტრამპს თეთთრ სახლში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გადასცა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის, ჩონ იი იენის განცხადებით, რომელიც კვირის დასაწყისში ფხენიანში […]

admin09.03.2018

NATO-მ გააფრთხილა თურქეთი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენის სახიფათო შედეგების შესახებ

თურქეთის მხრიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენა ნატოში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს, წერს გამოცემა Breaking Defence-ი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეზე, პიტერ პოლზე დაყრდნობით. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის თქმით, С-400 ნატოს ტექნოლოგიებთან შეუსაბამოა, ამიტომ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა გამოყენებული იქნება ცალკე, ალიანსის ერთიან საჰაერო თავდაცვით სისტემაში ინტეგრირების გარეშე. თუმცა კი ძირითადი პრობლემა, როგორც ეს პოლმა აღნიშნა, ოპერატიულ ინფორმაციაში […]

admin08.03.2018

პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ კონი, თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი, განაწყენებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რაც ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონი ამბობს: „დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის“. კონის თანამდებობიდან წასვლა ტრამპის […]

admin07.03.2018

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალურ დავალებათა ელჩებს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ფხენიანში ჩასულ მაღალი რანგის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც 2011 წელს ახალგაზრდა ლიდერმა ძალაუფლება აიღო ხელში, სეულიდან ჩასულ ოფიციალურ პირებს კიმი პირველად შეხვდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა დელეგაციის ფხენიანში ჩასვლიდან მალევე დაადასტურა მისი წევრების კიმ ჩენ ინთან შეხვედრა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების10-კაციანი ჯგუფი ფხენიანში […]

admin06.03.2018

„ოსკარის“ მთავარი პრიზი გილმერო დელ ტოროს ფილმმა მოიპოვა

მექსიკელი რეჟისორის, გილმერო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კინოაკადემია „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე მთავარი პრიზი მოიპოვა. „წყლის ფორმა“ – ეს არის ისტორია სიყვარულზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალსა და ამფიბია მონსტრს შორის, რომელიც საიდუმლო ამერიკულ ლაბორატორიაში არის გამოზრდილი. მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. ნომინაციების რაოდენობით კინოსურათი ლიდერი გახდა. მას 13 კატეგორიაში მიენიჭა პრიზები. […]

admin05.03.2018

საუდის არაბეთის მეფემ მასობრივი საკადრო წმენდა განახორციელა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა მასობრივი საკადრო წმენდა განახორციელა. მან მისი უმაღლესი რანგის ოფიციალური სამხედრო პირები, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამსახურებიდან დაითხოვა. მეფემ სახმელთო და საჰაერო ძალების მეთაურებიც შეცვალა. როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ბრძანებულებები საუდის არაბეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოში გამოქვეყნდა, მაგრამ დათხოვნის მიზეზები არ დასახელებულა. საუდის არაბეთი იემენის ომში კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელიც მეამბოხეებთან აწარმოებს ბრძოლებს და […]

admin27.02.2018

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ მოხერხდეს დახმარების შეტანა და სამედიცინო ევაკუაცია, თუმცა, როგორც BBC იუწყება, ზოგიერთი ყველაზე დიდი ჯიჰადისტური ჯგუფი და მათი პარტნიორები დროებითი ზავის ფარგლებში არ არიან მოქცეული, რაც რეზოლუციის რეალური შედეგის შესახებ შეკითხვებს წარმოშობს. ღუთას ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მსოფლიო ლიდერების შეშფოთების საგანია. იქ შექმნილი […]

admin26.02.2018

„500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 121 ბავშვია მოკლული“ ღუთაში სირიული ძალების საჰაერო დარტყმების შედეგად

კვირის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისას სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოსთან ახლოს მდებარე მეამბოხეთა ანკლავში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, აცხადებენ აქტივისტები. აღმოსავლეთ ღუთაში დაღუპულთა შორის 121 ბავშვია, განაცხადა დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიულმა ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მონიტორინგის ჯგუფმა, როგორც ამას BBC იუწყება. სირიის სამთავრობო ძალებმა, რომელსაც მხარს რუსები უჭერენ, ღუთას ტერიტორიაზე იერიშები ერთი კვირის წინ დაიწყეს. შაბათს, სირიულმა […]

admin25.02.2018

სკანდალის გამო, ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ბარნაბი ჯოისი აცხადებს, რომ იგი გადადგება ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მისი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად დამაზარალებელ საგას მოჰყვა, რომელიც მის ყოფილ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. ჯოისმა თქვა, რომ იგი ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის პოსტს ორშაბათს დატოვებს. როგორც BBC იუწყება, მანამდე, ჯოისი წინააღმდეგობას უწევდა მოწოდებებს მისი გადადგომის თაობაზე. ოპონენტთა ბანაკი მისი სამსახურებრივი წესების დარღვევაზე აკეთებდა […]

admin23.02.2018