Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ცეცხლი გაუხსნა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ათობით ირანულ სამიზნეს დაარტყა

ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს, რაც აშშ-ის მიერ ათობით ირანულ სამიზნეზე განხორციელებული დარტყმების საპასუხო იერიშია. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) სამშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ მათ 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 60-ზე მეტ მცირე ზომის გემს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმები ქეშმის კუნძულებზე, ბანდარ […]

admin08.07.2026

ევროპაში სიცხემ 1300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გერმანიაში კი ტემპერატურამ რეკორდულ 41.7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია

ევროპაში ზაფხულის დასაწყისში უპრეცედენტო სიცხემ შესაძლოა ასობით ჭარბი სიკვდილი გამოიწვიოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა. BBC-ის ცნობით, კვირას, ას შემდეგ, რაც უკიდურესმა სიცხემ აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა, კონტინენტზე ტემპერატურის რეკორდები კვლავ მოიხსნა – მათ შორის გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა, განაცხადა, რომ 21 ივნისიდან მოყოლებული, 1300-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა, […]

admin29.06.2026

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრების შედეგად 920 ადამიანი დაიღუპა

მთავრობის ცნობით, ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3360 დაშავდა, მაშველები გადარჩენილებს ეძებენ, ოჯახები კი სასოწარკვეთილად ელიან სიახლეებს. დაშავებულები დროებით სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ. მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ასობით საერთაშორისო მაშველია ჩასული და კიდევ უფრო მეტი გზაშია. ოთხშაბათს,  ვენესუელას ჩრდილოეთში ზედიზედ, ერთმანეთისგან წამების ინტერვალით, ორი ძლიერი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების […]

admin27.06.2026

ვენესუელაში დამანგრეველ, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებს მსხვერპლი მოჰყვა

ვენესუელაში ზედიზედ მომხდარი მიწისძვრების შედეგად, სულ მცირე 164 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ადრე გამოთვალა, რომ 10 000-ზე მეტი გარდაცვალების ალბათობა 44%-ია, ხოლო 100 000-ზე მეტის – 30%. დედაქალაქში მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. ნანგრევებიდან ადამიანების შეძახილები და ხმაური ისმის. შენობებს ელექტროენერგია არ მიეწოდება და მეტროს […]

admin25.06.2026

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. დაუნინგ სტრიტზე გაკეთებული განცხადებით მისი განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება, რაც მან თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო, „საყვარელი ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას“ უკავშირდებოდა. სტარმერი მადლობას უხდის თავის „ფანტასტიკურ მეუღლეს, ვიკს“, რომელიც „კლდეს“ შეადარა. ის ასევე ამბობს, რომ სურს იყოს „საუკეთესო მამა“, მისი „ლამაზი შვილებისთვის, რომლებიც მისი […]

admin22.06.2026

აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად და მის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას უზრუნველყოფს. შეთანხმება მოიცავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, ირანის „აღდგენისთვის“ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმას და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ „ყველა სახის სანქციების“ გაუქმებას. თუმცა, როგორც BBC  იტყობინება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელიც კონფლიქტის მთავარ მიზეზად აშშ-ს მიერ […]

admin18.06.2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში მოაწერენ ხელს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ტელევიზიით დაადასტურა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ქვეყნის უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ კი ეს თეირანის გამარჯვებად შეაფასა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვინც შეთანხმების შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ ის დაასრულებს „სამხედრო ოპერაციებს ყველა […]

admin15.06.2026

ირანი და ისრაელი აცხადებენ, რომ შეწყვეტენ საჰაერო დარტყმებს, თუმცა საპასუხო რეაგირებით იმუქრებიან, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაირღვევა

ირანი და ისრაელი აცხადებენ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც აპრილში ზავის დადების შემდეგ პირველად ორმა ქვეყანამ ცეცხლი გაცვალა. ამის შესახებ BBC  იტყობინება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ამ ეტაპზე“ ცეცხლს წყვეტს, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა „არ დასრულებულა“. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც […]

admin09.06.2026

ისრაელმა ირანს საჰაერო დარტყმები მიაყენა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სამხედრო სამიზნეები დაბომბეს, თუმცა ზარალის მასშტაბისა და ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქებები რამდენიმე ქალაქში მოხდა, მათ შორის თეირანში, თავრიზში, ისპაჰანსა და კარაჯის მახლობლად. ისპაჰანის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ არის, თუმცა ქვეყნის სხვა ნაწილებში მომხდარი ინციდენტის დეტალები ჯერ არ […]

admin08.06.2026

„ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამველ კარაპეტიანი: ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ელოდება

ხელისუფლება ვერ მიიღებს გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ მათი საქმე ცუდად მიდის, – ამის შესახებ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, სამველ კარაპეტიანმა განაცხადა. სამველ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩევნებში გამარჯვების შესახებ გაკეთებული ნაადრევი განცხადებები გააკრიტიკა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი […]

admin08.06.2026