Saturday, 14 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ნეპალში კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულადაა გამოცხადებული

პოლიციის ცნობით, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 545 ადამიანი. 1 300-ზე მეტი დაკარგული ადამიანის, მათ შორის სულ მცირე 700 უცხოელის ძებნა გრძელდება. მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. ახალ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ სად და როგორც მოწყდა მყინვარის დიდი ნაწილი მთას და […]

admin28.08.2026

ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსლოს სასახლის ცნობით, ის 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე (04:35 GMT) ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა ნახევრად დაშვებულია. მის გარდაცვალებამდე 24 საათის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრები მეფეს ესტუმრნენ და ხალხმა სასახლეში ყვავილები […]

admin28.08.2026

ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე ძლიერ წყალდიდობას და მეწყერს სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით უცხოელი ტურისტი კი დაკარგულად ითვლება

ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება. ნეპალის ტურისტული საბჭოს ცნობით, დაკარგულ ტურისტებს შორის 100-ზე მეტი ინდოეთიდან, 47 აშშ-დან და 33 დიდი ბრიტანეთიდანაა. ტერიტორია, სადაც სტიქია მოხდა, პოპულარულია მომლოცველებსა და მოლაშქრეებში. ტიბეტიდან გადაღებული ვიდეოთვალთვალის კამერები აჩვენებს წყლისა და ტალახის კედელს, რომელიც სასაზღვრო გადასასვლელთან შენობებს ეხეთქება – ნეპალიდან გადაღებულ სხვა კადრებში […]

admin26.08.2026

ტრამპის ადმინისტრაციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განმცხადებლებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა – აშშ-ის მთავრობის მიერ „რესპუბლიკელი“ ლიდერის თეთრ სახლში მეორე ვადის განმავლობაში მიმდინარე იმიგრაციული რეპრესიების ფონზე. ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ მან მსოფლიოს ყველა აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოში გლობალური სასწავლო ინიციატივა დაიწყო და სავიზო მომსახურების […]

admin26.08.2026

კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გამო, ტრამპი „მნიშვნელოვნად შეამცირებს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და მიანიშნებს სეულს, რომ ეს ირანის ომში მის ჩართვაზე უარმაც განაპირობა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მნიშვნელოვნად შეამცირებს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და ამას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგ ურთიერთობას“ უკავშირებს. მან ასევე Truth Social-ში აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა შეერთებოდა აშშ-ს ირანის „ბირთვული განიარაღების“ პროცესში. „ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირია, რადგან ამ ხარჯების […]

admin18.08.2026

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის სასამართლომ სამშაბათს, 11 აგვისტოს, სირიის 14-წლიანი კონფლიქტის დროს, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის გადაყენებული სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერს სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად შეუფარდა. დამასკოს მეოთხე სისხლის სამართლის სასამართლოში გამოტანილი განაჩენი ასადის ან მისი ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ პირველია მას შემდეგ, რაც ასადის ოჯახის ხელისუფლებაში […]

admin11.08.2026

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

დასავლეთ კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 111 ადამიანია გარდაცვლილი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ორშაბათს, 10 აგვისტოს, 07:34 საათზე (12:34 GMT) ჩოკოს რეგიონში 107 კმ სიღრმეში მოხდა. ადამიანები ნანგრევებში დადიან, მინიმუმ 20 შენობა დაზიანდა. ბიძგები იგრძნობოდა მთელ ქვეყანაში, ასევე მეზობელ […]

admin11.08.2026

საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა სამივეზე თავდასხმად ჩაითვლება

საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა სამივეზე თავდასხმად ჩაითვლება. შეთანხმების შესახებ საუდის არაბეთის ქალაქ მექაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შორის შეხვედრაზე გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე თავდასხმა განახორციელეს, […]

admin08.08.2026

ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტიდან 48 ათასზე მეტი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს

აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესული დაახლოებით 48,3 ათასი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს. მანამდე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სეუტაში ბოლო 24 საათში, საერთო ჯამში, 50 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ქალაქის ხელისუფლების შეფასებით კი, მათი რაოდენობა 60 ათასამდე იყო. მიგრაციული კრიზისის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები გაგზავნა. […]

admin01.08.2026

ესპანეთის სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ესპანეთის ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ხმელეთით და ზღვით ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ვიდეოებსა და სურათებზე ჩანს, თუ როგორ შედიოდა სეუტაში 30 ივლისს ათასობით ადამიანი ცურვით, ადგილობრივი მედიის ცნობით კი, პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობისას სულ მცირე 18 […]

admin31.07.2026