Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია ინციდენტში ეჭვმიტანილი პირიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამართალდამცავები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა, მომხდარისთვის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.

admin07.04.2018

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილე გამოვლენილია

გამომძიებლებმა პეტერბურგის მეტროში ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის ყველა მონაწილე გამოავლინეს, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ. მისი თქმით, უწყების თანამშრომლებმა, ФСБ-სთან ერთად, დაადგინეს დანაშაულის დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. მისი სიტყვებით, ტერაქტი განხორციელებული იქნა რადიკალური ისლამისტური საზოგადოების წევრების მიერ, რომლებიც ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ. ისინი ერთმანეთს „მესინჯერის“ საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, აღნიშნა პეტრენკომ. საგამოძიებო […]

admin03.04.2018

The Sun-ი: ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობს, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით მოიწამლნენ

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით იქნენ მოწამლული, იტყობინება ბრიტანული გაზეთი The Sun-ი. გამოცემის თანახმად, სერგეი სკრიპალმა მის ქალიშვილს იულიას სთხოვა, რომ რუსეთიდან წიწიბურა, დაფნის ფოთოლი და სანელებლები ჩამოეტანა, მაგრამ მას დაავიწყდა მათი ყიდვა და ამის გაკეთება მის მეგობარს სთხოვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით მიფრინავდა. […]

admin02.04.2018

დაკავებულია კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა

დაკავებულია ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობი ცენტრის, „Зимняя вишня“-ს მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ. „დღეს დაკავებულ იქნა „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა სავაჭრო ცენტრის შენობა, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა, რამაც ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია“, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს „ტელეგრამის“ ანგარიშზე […]

admin30.03.2018

17 ქვეყანა – აშშ, კანადა, უკრაინა და ევროკავშირის 14 სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებს

4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსული „ГРУ“-ს ყოფილი თანამშრომლის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ორშაბათს, რუსი დიპლომატები 17-მა ქვეყანამ – შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, უკრაინამ და ევროკავშირის 14-მა სახელმწიფომ გააძევა. რუსი დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობა – 60 დიპლომატი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან […]

admin26.03.2018

ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 76%-ზე მეტი მიიღო

ვლადიმერ პუტინი რუსეთს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს, რადგან მან 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. ამ დროისთვის ბიულეტენები თითქმის ყველგან (99%) დათვლილია და პუტინს 76%-ზე მეტი აქვს მიღებული, როგორც ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება. მას ხმა 54,5 მილიონმა მოქალაქემ მისცა, 5,1 მილიონით მეტმა, ვიდრე 2004 წელს. პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვში მომიტინგეებისადმი მიმართვისას პუტინმა […]

admin19.03.2018

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბურიში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ. მეის თქმით, დიპლომატები, რომლებსაც ბრიტანეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ მიცემული, იდენტიფიცირებული არიან, როგორც „ფარული სადაზვერვო ოფიცრები“. როგორც BBC იუწყება, მან ასევე გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა […]

admin14.03.2018

76 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ფიზიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ დღეს ჩვენი საყვარელი მამა გარდაიცვალა“, ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 22 წლის ასაკში ჰოკინგს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინეს და მაშინ ექიმები მიიჩნევდნენ, რომ იგი მხოლოდ რამდენიმე წელი თუ იცოცხლებდა, თუმცა მედიკოსების პროგნოზი არ გამართლდა. […]

admin14.03.2018

NATO-მ გააფრთხილა თურქეთი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენის სახიფათო შედეგების შესახებ

თურქეთის მხრიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენა ნატოში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს, წერს გამოცემა Breaking Defence-ი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეზე, პიტერ პოლზე დაყრდნობით. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის თქმით, С-400 ნატოს ტექნოლოგიებთან შეუსაბამოა, ამიტომ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა გამოყენებული იქნება ცალკე, ალიანსის ერთიან საჰაერო თავდაცვით სისტემაში ინტეგრირების გარეშე. თუმცა კი ძირითადი პრობლემა, როგორც ეს პოლმა აღნიშნა, ოპერატიულ ინფორმაციაში […]

admin08.03.2018

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუქსემბურგის საჰერცოგოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, […]

admin23.02.2018