Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს. მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მისცა ხმა, პუჩდემონი ბრიუსელში, რამდენიმე კოლეგასთან ერთად საჯაროდ სამშაბათს გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი არ ცდილობს გაექცეს სამართალს, მაგრამ სურს შეძლოს თავისუფლად ისაუბროს. მან პრესკონფერენციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ […]

admin31.10.2017

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა – კარლეს პუჩდემონმა კი კატალონია დატოვა და შესაძლოა ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი კი ბელგიაში იმყოფება, როგორც ეს მისმა დაქირავებულმა ადვოკატმა, პოლ ბაკერტმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იგი მიმალვას არ აპირებს, თუმცა ადვოკატი არ უარყოფს, რომ პუჩდემონმა შესაძლოა, თავშესაფრის მიღება მოითხოვოს. როგორც BBC იუწყება, […]

admin31.10.2017

კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა მადრიდის გადაწყვეტილება

კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა ეს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნების გამართვამდე მუშაობას წყვეტს, განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში. სამშაბათს დაგეგმილი პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომა გადადებულია. „პრეზიდიუმის სხდომა გადადებულია, რადგანაც პარლამენტი დათხოვნილია“, განაცხადეს კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში. ორშაბათ დილას, პარლამენტის სპიკერი კარმე ფორკადელი – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი დამოუკიდებლობის […]

admin30.10.2017

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიესალმება

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მიესალმება თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მადრიდის გადაწყვეტილებით დეკემბერში გაიმართება. ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა და რეგიონის დროებით მმართველად ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე დანიშნა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა პარასკევს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა ხმა. კარლეს პუჩდემონი მადრიდისგან პირდაპირი მმართველობისთვის „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაწევას გეგმავს. მან […]

admin30.10.2017

ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი პორტუგალიასა და ესპანეთში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად

ტყის ხანძრებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც შაბათ-კვირას დაიწყო, სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალურმა უწყებამ. როგორც BBC იუწყება, ჩრდილოეთით, ესპანეთის საზღვრის გასწვრივ, გალიციის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა კი სულ მცირე სამი ადამიანი იმსხვერპლა. ცეცხლის უამრავ კერას ათასობით მეხანძრე ებრძვის. მდგომარეობას ქარიშხალი „ოფელია“ ართულებს, რომელიც ატლანტის ოკეანიდან მოემართება და ევროპის დასავლეთ სანაპიროს […]

admin16.10.2017