Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია

სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე ხელმეორედ წამოყენებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. მას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 პარლამენტარი წავიდა. 105 წევრისაგან შემდგარ სომხეთის პარლამენტში პრემიერ მინისტრის ასარჩევად სულ 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მთავრობის  პოსტზე მისი კანდიდატურა ფრაქცია „ელკმა“, „ბლოკ ცარუკიანმა“ და სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მმართველი […]

admin08.05.2018

ვლადიმერ პუტინმა კრემლის დიდ დარბაზში ფიცი დადო და პირობა დადო, რომ რუსები უკეთ იცხოვრებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის დიდ დარბაზში ფიცი დადო. ფიცის დადებით, პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ, 6-წლიანი ვადით არჩეული ვლადიმერ პუტინი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე საქმიანობას შეუდგა. ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსები უკეთ იცხოვრებენ. „რუსეთი იქნება ძლევამოსილი, ხოლო ადამიანები უკეთ იცხოვრებენ“, განაცხადა პუტინმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს სჭირდება გარღვევები […]

admin07.05.2018

კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია იმართება

მარტში რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩეული 65 წლის ვლადიმერ პუტინი, რომელიც ძალაუფლებაში 18 წლის განმავლობაში ხან პრეზიდენტის, ხან კი პრემიერ მინისტრის პოსტზე იმყოფება, ორშაბათს ფიცს დადებს. ინაუგურაციის გამართვამდე ორი დღით ადრე, შაბათს, პუტინის წინააღმდეგ მოსკოვსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამოსული პროტესტანტები პოლიციამ დაშალა, ოპოზიციის მთავარი ლიდერი ალექსეი ნავალნი კი დააკავა. როგორც ახალი ამბების სააგენტო AFP […]

admin07.05.2018

ანტონიო გუტერეში დაჟინებით მოუწოდებს დონალდ ტრამპს არ გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ გამოვიდეს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამების განვითარებისაგან დაცვის მექანიზმებს შეიცავს. BBC-სთან საუბრისას, გუტერეშმა განაცხადა, რომ თუკი 2015 წელს ირანთან მიღწეული შეთანხმება არ იქნება დაცული, ომის რეალური რისკი იარსებებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვანი დიპლომატიური […]

admin03.05.2018

პროტესტი ერევანში – პაშინიანმა მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, საყოველთაო გაფიცვისა და ქუჩების გადაკეტვისაკენ მოუწოდა

ერევანში პროტესტანტებმა აეროპორტ „ზვართნოცისკენ“ მიმავალი გზის ბლოკირება დაიწყეს, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებსა და ახალი ამბების სააგენტოებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ გზა ორივე მხრიდანაა გადაკეტილი და პოლიცია მომიტინგეებთან გზის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამშაბათს, ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ მინისტრად არ აირჩია, მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, რომ 2 მაისის დილიდანვე დაიწყონ მასშტაბური სამოქალაქო […]

admin02.05.2018

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ მინისტრობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკოლ პაშინიანის პოსტზე არ აირჩია

სომხეთის პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ მინისტრობის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის არჩევა. მას ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, საჭირო კი, სულ მცირე 53 პარლამენტარის მხარდაჭერა იყო. საკითხის განხილვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ სხდომაზე შედგა. ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახალი არჩევნები 7 დღის შემდეგ უნდა გაიმართოს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, […]

admin01.05.2018

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის „ვაჭარ“ პრეზიდენტს და დასავლეთს „უფლება არ აქვთ“ ირანის ბირთვული შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების საგნად აქციონ

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევების ლეგიტიმაცია მის ქვეყანასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მათ „უფლება არ აქვთ“ შვიდი მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების და განხილვების საგნად აქციონ. მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს, „ვაჭარი“ უწოდა და თქვა, რომ მას გლობალურ ხელშეკრულებებზე კომენტარის კვალიფიკაცია […]

admin26.04.2018

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „მოგმართავთ თქვენ ბოლოჯერ სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ მდგომარეობაში … არსებობს რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგრამ მათგან მე არც ერთზე არ წავალ. ეს არაა ჩემი გზა. მე ვტოვებ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტს“, ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში. სერჟ სარგსიანის […]

admin23.04.2018

ერევანში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას ათეულობით სამხედრო ფორმიანი ადამიანი შეუერთდა

ერევანში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას ათეულობით სამხედრო ფორმიანი ადამიანი შეუერთდა. ისინი ამტკიცებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.   სააგენტოს კორესპონდენტის ცნობით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს იარაღი თან არ აქვთ. ისინი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გაუკეთებია. ერევანში, სადაც პოლიციამ კვირას დემონსტრაციის დაშლა დაიწყო, ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი და ასევე ასეულობით აქტივისტი დააკავა. მანამდე კი […]

admin23.04.2018

ერევანში ოპოზიციამ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება

ერევანში, სადაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტზე დამტკიცების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. „ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობა შეიქმნა და ვაცხადებ არაძალადობრივი, სახალხო, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ“, განაცხადა პაშინიანმა ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგზე. „საფრანგეთის მოედანზე“, სადაც მიტინგი დაიწყო, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა, როგორც ამას „რია […]

admin17.04.2018