Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიუსელი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას. დაუნინგ სთრითზე გაკეთებულ განცხადებაში მან ევროკავშირის ლიდერების შესახებ თქვა, რომ მათი მხრიდან ბრიტანეთის სამთავრობო გეგმაზე უარის თქმა „მოლაპარაკებების ამ ბოლო სტადიაზე“, „მიუღებელია“. „მე არ გავაუქმებ რეფერენდუმის შედეგს და არც ჩემს ქვეყნას დავშლი“, აღნიშნა მეიმ, რომელმაც განცხადება მას შემდეგ გააკეთა, […]

admin21.09.2018

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმების მიუღწევლობა ქვეყნის ეკონომიკას „მნიშვნელოვან“ დარტყმას მიაყენებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე „ბრექსიტის“ [ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა] შეთანხმების მიუღწევლობა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ საჭიროებას დააყენებს დღის წესრიგში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ „ბრექსიტის“ ყველა სახის სცენარი „გამოიწვევს ხარჯებს“, მაგრამ ევროკავშირიდან უწესრიგო გასვლამ შესაძლოა „მნიშვნელოვნად უარესი შედეგი“ განაპირობოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოელის, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა როგორც 2018 […]

admin18.09.2018

ბრიტანეთის პოლიცია სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილს სდებს ბრალს

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, მიმდინარე წლის მარტში, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ და პროკურატურამ ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი დაასახელა და განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ. პოლიციის ცნობით, ისინი (დაბლა ფოტოზე), ნამდვილი რუსული პასპორტებით – ალექსანდრ პეტროვის (ფოტოზე ხელმარცხნივ) და რუსლან ბოშიროვის სახელებით დიდ ბრიტანეთში „აეროფლოტის“ რეისით […]

admin05.09.2018

ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია „სრულად არის რუსეთის მიერ გაკონტროლებული“, რაც „ძალიან ცუდი რამაა ნატოსთვის“

ნატოს სამიტის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწეული თავდაცვის ხარჯებისა და რუსეთის გავლენის თაობაზე. ტრამპმა თქვა, რომ გერმანია „სრულად არის რუსეთის მიერ გაკონტროლებული“, რადგან ის დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის იმპორტს ახდენს რუსეთიდან და ეს „ძალიან ცუდი რამაა ნატოსთვის“. მერკელმა მისი ამერიკელი კოლეგის კრიტიკისთვის […]

admin12.07.2018

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი პოსტიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რაც „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მზარდ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. იგი მეორე მინისტრია, რომელმაც ორშაბათს პოსტი დატოვა. რამდენიმე საათით ადრე მეის კაბინეტში მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა „ბრექსიტის“ მინისტრმა დევიდ დევისმა. ბორის ჯონსონი თანამდებობიდან 30 წუთით ადრე გადადგა, ვიდრე ტერეზა მეის პარლამენტისთვის თავისი „ბრექსიტის“ ახალი გეგმის თაობაზე უნდა მიემართა […]

admin09.07.2018

„ბრექსიტის“ მინისტრი დევიდ დევისი გადადგა, რაც დარტყმას წარმოადგენს ტერეზა მეისათვის

„ბრექსიტის“ მდივანი დევიდ დევისი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში, თანამდებობიდან გადადგა. მან BBC-ს უთხრა, რომ იგი უკვე აღარ არის საუკეთესო პერსონა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებულ პრემიერ მინისტრის გეგმას მიიტანს ბრიუსელში, რადგან მას „არ სჯერა“ ამის. დევისმა აღნიშნა, რომ „კარიერის დამასრულებელი“ გადაწყვეტილება პერსონალურად მიიღო. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას „მეტისმეტად ბევრს გასცემს […]

admin09.07.2018

ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება

რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის ივლისში, ავსტრიის დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება განცხადებები ჟურნალისტებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა „ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას მისცემს კარგ იმპულსს“. მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების […]

admin28.06.2018

ფოტოები: პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი

უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგი სამლოცველოში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქორწინო ბეჭდები გაცვალეს და თავიანთი აღთქმა დადეს. სამეფო ქორწილი სურათებში: Image copyrightPAImage captionCrowds cheered Prince Harry, Duke of Sussex, and his wife Meghan, Duchess of Sussex, as they travelled in the horse-drawn Ascot landau Image copyrightEPAImage captionUp to 100,000 well-wishers lined the route as the […]

admin19.05.2018

პარიზში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა – მოკლულია ერთი და დაჭრილია ოთხი ადამიანი

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი პირი მოკლა და ოთხი დაჭრა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, პარიზის ცენტრში, ღამის ცხოვრებით ცნობილ რესტორნებით და კაფეებით სავსე რაიონში, რასაც საფრანგეთის ოფიციოზმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ოპერას რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. თვითმხილველთა თქმით, მათ ესმოდათ ყვირილი „ალაჰ აქბარ“. მოგვიანებით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ შაბათ საღამოს პარიზში თავდასხმა […]

admin13.05.2018

ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ირანთან დადებული ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმებიდან. ტრამპმა აღნიშნულ შეთანხმებას „გახრწნილი და დამპალი“ უწოდა და თქვა, რომ მისთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისათვის, ის „უხერხულობის შემქმნელი“ იყო. წავიდა რა ევროპელი მოკავშირეების რჩევის წინააღმდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი იმავე ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს ირანზე, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა. თეთრ […]

admin09.05.2018