Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

ტრამპმა განაცხადა, რომ „ბრექსიტის“ გეგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებას

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილი „ბრექსიტის“ გეგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოსვლის შეთანხმება „ჟღერს, როგორც დიდებულ გარიგებად ევროკავშირისთვის“, მაგრამ ამავე დროს, დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა ვერ შეძლოს ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან. დაუნინგ სთრითი კი დაჟინებით ირწმუნება, რომ გარიგება „ძალიან მკაფიოა“ და დიდ ბრიტანეთს შესაძლებლობა ექნება […]

admin27.11.2018

პეტრო პოროშენკომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭომ ორშაბათს ხმა მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე 60 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. საომარი მდგომარეობის შესახებ საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის წინადადებას მხარი უკრაინის პრეზიდენტმა დაუჭირა. პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უმაღლესი რადას დეპუტატებს საომარი მოქმედებების დაწესების შესახებ საკითხი ორშაბათს დახურულ სხდომაზე განიხილონ. სხდომა, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე არის დანიშნული. […]

admin26.11.2018

ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 10-ზე მეტი ადამიანი კი – სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით -საავადმყოფოშია მოთავსებული. ყირიმის ქალაქ ქერჩში მდებარე ერთ-ერთ კოლეჯში თავდასხმა ოთხშაბათს მოხდა. კოლეჯის შენობაში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა. თავდამსხმელი ამავე კოლეჯის 18 წლის სტუდენტი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა თავდასხმას თავდაპირველად ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მოგვიანებით, მომხდარი მკვლელობად […]

admin18.10.2018

მაიკ პომპეო ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრა ჩავიდა და მასთან გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმეზე ისაუბრებს. ერდოღანის შემდეგ მაიკ პომპეოსთან შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც. სამშაბათს მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრეს შეხვდა. „საუბრის დროს ხაზი გავუსვი დეტალური და ოპერატიული გამოძიების აუცილებლობას. საუდის არაბეთი კი, […]

admin17.10.2018

ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით ბარსელონას ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა

ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ბარსელონას ცენტრში დემონსტრანტებმა მსვლელობა ესპანეთისა და კატალონიის დროშებით მოაწყვეს. ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 300 ათასმა ადამიანმა მიიღო. სხვა მონაცემები გაავრცელა პოლიციამ. მათი ინფორმაციით ქუჩებში დაახლოებით 65 ათასი ადამიანი იყო გამოსული.  

admin12.10.2018

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთი მიგრაციის ახალ სისტემას დანერგავს

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი დაბალი კვალიფიკაციის მიგრაციიის შეზღუდვას გეგმავს. ახალი გეგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, რომელსაც მხარი დაუჭირა ლეიბორისტულმა პარტიამაც. ტერეზა მეის განცხადებით, კვალიფიკაციაზე დაფუძნებული სისტემა დაბალი კვალიფიკაციის მიგრაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ზოგადად, მიგრაციის მაჩვენებელს მდგრად დონეზე დააყენებს. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება სამომავლოდ ქვეყნის მოქალაქეებს კვალიფიციური სამუშაოებისთვის ამზადებს. „ორი წლის წინ ბრიტანეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას […]

admin02.10.2018

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა, რადგან ისიც საბჭოეთის მსგავსად ცდილობს არ გაუშვას მისი ხელიდან ის სახელმწიფოები, რომელთაც ბლოკის დატოვება სურთ. ბირმინგემში, „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ბრიუსელი, რომ ტერეზა მეის მიერ „მეგობრობის ხელის გაწოდებაზე“ უარის თქმა მას ძვირად დაუჯდება. მან ასევე მისი სიტყვა გამოიყენა ტორების პარტიაში ერთიანობისაკენ […]

admin01.10.2018

ტერეზა მეი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. ტერეზა მეისა და ჰასან რუჰანის მოლაპარაკებები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ბრიტანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ტერეზა მეიმ ირანში დაკავებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი დააყენა. თუმცა, მოლაპარაკებების მთავარი თემა მაინც აშშ-ის მეირ ირანისთვის ხელახლა დაწესებული სანქციები იყო. ევროკავშირი ცდილობს, შეინარჩუნოს 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმება. ანალოგიური პოზიცია აქვს ბრიტანეთსაც. აღსანიშნავია, რომ ტერეზა მეისა და რუჰანის შეხვედრა, […]

admin26.09.2018

მოსკოვი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ტრამპის გეგმაზე, პოლონეთში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზები განათავსოს

პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგების გეგმა რუსეთის საზღვრების მიმართულებით ძალების პროექტირებას წარმოადგენს, განაცხადა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ფაქტობრივად საბოლოოდ გადადიან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთ სქემებზე, რომელიც ცივი ომის დროს მოქმედებდა“. მან აღნიშნა, რომ პოლონეთში […]

admin26.09.2018

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას მალე მიანიჭებს ავტოკეფალიას

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას მალე მიანიჭებს ავტოკეფალიას. ეს განცხადება მან სტამბოლის ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ, სტამბოლში უკრაინის გენერალური კონსულისადმი მიმართვისას გააკეთა. პატრიარქის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი საპატრიარქოს „ფეისბუქის“ გვერდზე არის განთავსებული. როგორც ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, თავდაპირველად ჩეხეთის ღვთისმსახურისადმი მიმართვისას, რომელიც ლიტურგიაზე იმყოფებოდა, ბართლომეოსმა განაცხადა, რომ ჩეხეთის და სლოვაკეთის ეკლესიას – ავტოკეფალური […]

admin24.09.2018