ევროპა

„ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამველ კარაპეტიანი: ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ელოდება

admin 6 საათის წინ

ხელისუფლება ვერ მიიღებს გამარჯვებას, რომელსაც ელოდება, რადგან ინტერვიუების დროს მათი სახეების გამომეტყველებაზეც კი შეიძლებოდა მიხვედრა, რომ მათი საქმე ცუდად მიდის, – ამის შესახებ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, სამველ კარაპეტიანმა განაცხადა.

სამველ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩევნებში გამარჯვების შესახებ გაკეთებული ნაადრევი განცხადებები გააკრიტიკა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კარაპეტიანის თქმით, საარჩევნი უბნების 30%-იდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ტრიუმფის გამოცხადება მანიპულაციაა.

მისივე თქმით, პირველი მაჩვენებლები მხოლოდ სოფლების შედეგებს ასახავს, მაშინ, როცა ქალაქებში ხმების დათვლის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის შედეგებმა სწრაფად კლება დაიწყო.

ამასთან, სამველ კარაპეტიანმა ყურადღება გაამახვილა დარღვევებზე, რომლებიც, მისი თქმით, დაფიქსირდა როგორც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ისე ბიულეტენების დამუშავებისას.

„მსოფლიო ისტორიაში ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ხმების დათვლა შეეჩერებინათ და ეთქვათ, შედეგებს დილით წარმოგიდგენთო. როდესაც დაინახეს, რომ მათი მაჩვენებლები სამარცხვინოდ და წუთიდან წუთამდე მცირდებოდა, უბრალოდ შეწყვიტეს დათვლა“, – განაცხადა „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სამხედრო მოსამსახურეები მიიყვანეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემის ორგანიზების მიზნით.

კარაპეტიანის თქმით, ზუსტი და საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საზოგადოებას არჩევნების შედეგების რეალურ სურათს წარუდგენს.

საარჩევნო უბნების 98%-ის ხმების დათვლის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას 49.82% აქვს მიღებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 50%-ზე ნაკლები მიიღო მას შემდეგ, რაც 2005 საარჩევნო უბნიდან 1964-ის ბიულეტენები დამუშავდა – 98%.

მას 707 858 ამომრჩეველმა (49.82%) მისცა ხმა. ეს ერთიანი მთავრობის ფო რმირებისთვის საჭირო რაოდენობაზე ნაკლებია.

ამასობაში, ორშაბათს საღამოს, პრემიერ-მინისტრმა თავისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების მხოლოდ 10% ჰქონდა დათვლილი და პარტიას ხმების 54.64% ჰქონდა მიღებული. ბიულეტენების 68%-ის დათვლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 49.46%-მდე შემცირდა.

მეორე ადგილს 23.35%-ით ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ იკავებს, მესამე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ალიანსი „სომხეთი“ – 9.94%-ით .

„ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა არამ ვარდევანიანმა ადრე აღნიშნა, რომ არჩევნების დროს მრავალი დარღვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ბინაში რამდენიმე ადამიანი იყო რეგისტრირებული, მაშინ როცა სიაში 35 ადამიანი იყო. ამასობაში, კარაპეტიანმა ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დაპატიმრებების შესახებ განაცხადა.

„სომხეთის პარტიის“ წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კარუსელის მეთოდით კენჭისყრა განახორციელა, მოქალაქეები დააშინა და მათ ხმებზე გავლენის მოხდენა სცადა.

სომხეთის ეროვნული ასამბლეა მინიმუმ 101 წევრისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა იბრძოდა: 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“. ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს და ხელისუფლებაში დარჩენას მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.

სომხეთის კანონმდებლობით, თუკი არჩევნებზე სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, 28 დღეში მეორე ტური იმართება და მასში მონაწილეობას იღებს ის ორი პარტია, რომელიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

guardiange