Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ძებნილი ასლან ბეჟანიძე დააკავეს – მკვლელობა 2004 წელს, თბილისში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი – 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა […]

admin03.04.2018

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც 20 მარტს შედგა, რუსეთის პრეზიდენტს ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. „თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები არ იტყვიან უარს თავიანთ წინადადებაზე განხილონ სამიტის გამართვის შესაძლებლობა. როცა ჩვენი პრეზიდენტები საუბრობდნენ ტელეფონზე, ტრამპმა შესთავაზა პირველი შეხვედრა გაიმართოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში“, განაცხადა […]

admin03.04.2018

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილე გამოვლენილია

გამომძიებლებმა პეტერბურგის მეტროში ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის ყველა მონაწილე გამოავლინეს, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ. მისი თქმით, უწყების თანამშრომლებმა, ФСБ-სთან ერთად, დაადგინეს დანაშაულის დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. მისი სიტყვებით, ტერაქტი განხორციელებული იქნა რადიკალური ისლამისტური საზოგადოების წევრების მიერ, რომლებიც ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ. ისინი ერთმანეთს „მესინჯერის“ საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, აღნიშნა პეტრენკომ. საგამოძიებო […]

admin03.04.2018

გიორგი კვირიკაშვილი: აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ კუთხეში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ. მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი ყველა აქტივისტს, ვინც ჩვენს წარმატებას აშენებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წინსვლა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, […]

admin02.04.2018

ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის იუბილე აღინიშნა

ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 123–ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები პოეტის ძეგლის პატივგებით დაიწყო. ძეგლი გვირგვინით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შეამკეს, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ჭყვიშში, ტაბიძეების სახლ–მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც ახალგაზრდებმა მხატვრულ–ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. პერფორმანსით ტიციან ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება, მის მშობლიურ მხარეში, კიდევ ერთხელ […]

admin02.04.2018

ისრაელმა აფრიკაში მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გეგმა გააუქმა

ისრაელმა აფრიკაში მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გეგმები გააუქმა მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოსთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც BBC იუწყება, აფრიკაში უკან გაბრუნების ნაცვლად, 16 000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი დასავლეთის ქვეყნებში დასახლდება, განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა, თუმცა რომელ ქვეყნებში, ეს არ დასახელებულა. დანარჩენ, დაახლოებით 18 000 ადამიანს, ისრაელის მედიის თანახმად, ისრაელში მუდმივი […]

admin02.04.2018

გიორგი კვირიკაშვილი: „ქვემო ქართლის რეგიონში 151 300 000 ლარის 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა“

სამწუხაროდ, ხშირად მასმედია ხშირად არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა სამწუხაროდ არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებულ სამუშაოებზე მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა […]

admin02.04.2018

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, კიდევ უკეთესად დავიცვათ ადამიანის უფლებები“

„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, კიდევ უკეთესად დავიცვათ ადამიანის უფლებები და კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მივანიჭოთ ჩვენს საზოგადოებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ 2012 წელს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა მოხერხდა და არადემოკრატიული ხელისუფლება დემოკრატიულმა […]

admin02.04.2018

გიორგი კვირიკაშვილი: პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა

ჩვენი მიზანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა სურს. „მოგეხსენებათ, 70 წლის იუბილე უსრულდება ქალაქ რუსთავს. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დროს […]

admin02.04.2018

The Sun-ი: ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობს, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით მოიწამლნენ

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით იქნენ მოწამლული, იტყობინება ბრიტანული გაზეთი The Sun-ი. გამოცემის თანახმად, სერგეი სკრიპალმა მის ქალიშვილს იულიას სთხოვა, რომ რუსეთიდან წიწიბურა, დაფნის ფოთოლი და სანელებლები ჩამოეტანა, მაგრამ მას დაავიწყდა მათი ყიდვა და ამის გაკეთება მის მეგობარს სთხოვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით მიფრინავდა. […]

admin02.04.2018