გარდაბნის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, გურამ თუშიშვილსა და გიორგი ქავთარაძეს უმასპინძლეს და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს. შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, 2017 წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ მასტერსის ტურნირზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელ გურამ თუშიშვილსა და 2017 წლის დეკემბერში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელ გიორგი […]