Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გოგიჩაიშვილს საკრებულოს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თავმჯდომარის ასარჩევად სულ 15 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან 28 მარტს გადააყენეს.

admin02.04.2018

გიორგი მარგველაშვილი: აუცილებელია, ადამიანებს, რომლებსაც კანონით მიეცათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ჰქონდეთ თავისი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება. […]

admin02.04.2018

კახა კალაძე: „სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში, ჩვენთვის მისაღებია

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი პროექტის პირველი 5 ეტაპი მერიისთვის მისაღებია. „ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო […]

admin02.04.2018

ჩინეთი აშშ-სთან სავაჭრო ომში ჩაება და ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-ამდე ტარიფები დააწესა

ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-ამდე ტარიფები დააწესა მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მარტში ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფები გაზარდა. ტარიფები, რომელიც ორშაბათს ამოქმედდება, დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტებს შეეხება. პეკინმა განაცხადა, რომ მისი აღნიშნული ნაბიჯი „ჩინეთის ინტერესების და ბალანსის დანაკარგების დაცვაა“, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა ტარიფებმა განაპირობა. მარტში ჩინეთმა „გადამჭრელი პასუხის“ […]

admin02.04.2018

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს, იმის გამო, რომ როგორც მოსამსართლემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი […]

admin01.04.2018

თურქეთის ქალაქ გირესუნში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა

რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში – თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის […]

admin01.04.2018

პატრიარქი ილია მეორე: „არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელსა – განსაცდელი, ეს არის გზა სასუფეველში“

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ უფალი „ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა: ჯვარს აცვი ეგეო“. მისი თქმით, განსაცდელს ადამიანებს ღმერთი უგზავნის და „ეს არის გზა სასუფეველში“. „გილოცავთ ამ დიდებულ […]

admin01.04.2018

„ზემო სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“ – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)

„ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“, აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. ეპისკოპოსი მიუღებლად მიიჩნევს, რომ „კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი“ პროექტის ხორცშესხმას“ – საუბარია ჰესების მშენებლობაზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსისთვის „ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა […]

admin01.04.2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში პირველად მოხვდა საქართველოს ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება და არა მხოლოდ სამართალდამცავთა საქმიანობა, როგორც ეს იყო შარშან. სამართალდამცავი უწყების მუშაობის პარალელურად, ანგარიშში საუბარია ნარკომანიის პრევენციის, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე […]

admin30.03.2018

დაკავებულია კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა

დაკავებულია ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობი ცენტრის, „Зимняя вишня“-ს მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ. „დღეს დაკავებულ იქნა „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა სავაჭრო ცენტრის შენობა, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა, რამაც ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია“, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს „ტელეგრამის“ ანგარიშზე […]

admin30.03.2018