Friday, 10 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.54
0.03
0.06

ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ირანთან დადებული ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმებიდან. ტრამპმა აღნიშნულ შეთანხმებას „გახრწნილი და დამპალი“ უწოდა და თქვა, რომ მისთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისათვის, ის „უხერხულობის შემქმნელი“ იყო. წავიდა რა ევროპელი მოკავშირეების რჩევის წინააღმდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი იმავე ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს ირანზე, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა. თეთრ […]

admin09.05.2018

თბილისში ახალი ელექტროავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტესტირების პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა. როგორც მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება. „დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და […]

admin08.05.2018

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დღეიდან შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში მოსახლეობას პირისპირ შეხვდებიან და შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობებს გააცნობენ. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სენაკში საინფორმაციო კამპანიას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი შეუერთდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალურად მომზადებული […]

admin08.05.2018

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია

სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე ხელმეორედ წამოყენებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. მას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 პარლამენტარი წავიდა. 105 წევრისაგან შემდგარ სომხეთის პარლამენტში პრემიერ მინისტრის ასარჩევად სულ 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მთავრობის  პოსტზე მისი კანდიდატურა ფრაქცია „ელკმა“, „ბლოკ ცარუკიანმა“ და სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მმართველი […]

admin08.05.2018

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრს მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა

საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა გააფორმეს. თავდაცვის სანინისტროს ცნობით, დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.

admin08.05.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების ინტერნეტით გამსაღებლები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების ინტერნეტით გამსაღებლები დააკავა. ამის შესახებ ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების გასაღებასთან, რაც ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს. ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლები დავაკავეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, […]

admin08.05.2018

სოფელ დიცის საგუშაგოზე შს სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შს სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

admin08.05.2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, ამ საქმეზე კი მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია, განაცხადა თეა წულუკიანმა. „იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან. ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, […]

admin08.05.2018

დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიან სამუშაო ვიზიტად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიან სამუშაო ვიზიტად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამად ჯავად ზარიფთან, ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრთან მასუდ კარბასიანთან, გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან აბას ახუდისთან და ირანის ნავთობის მინისტრთან ბიჟან ნამდარ ზანგესთან. შეხვედრებზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების […]

admin08.05.2018

სექსუალური პარტნიორების მიერ ფიზიკურ შეურაცხყოფაში დადანაშაულებული ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი პოსტიდან გადადგა

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც „The New Yorker“-ში შოკისმომგვრელი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას იგი მის ოთხ ყოფილ პარტნიორ ქალს, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა. „დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, მემსახურა ნიუ-იორკის შტატის მცხოვრებთა გენერალურ პროკურორად“, განაცხადა შნაიდერმანმა […]

admin08.05.2018