Friday, 10 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.54
0.03
0.06

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აშან იქბალი დაჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ნაროვალში, სადაც იგი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგს ესწრებოდა. მას სულ მცირე ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. ახალი ამბების სააგენტო AFP-ს პენჯაბის მთავრობის წარმომადგენელმა, მალიქ აჰმედმა უთხრა, რომ მინისტრი იქბალი მარჯვენა მკლავშია დაჭრილი. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც […]

admin07.05.2018

ილია მეორე : „წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ მას და იცლებოდა სისხლით, წარმოთქვა სიტყვები: ‘ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე’

წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის, მას მოესმა ღმერთის ხმა: ‘ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო’. „ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის. წმინდა გიორგი, როცა აწამებდნენ მას და იცლებოდა სისხლით, წმინდა […]

admin06.05.2018

ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა აშშ, რომ იგი „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი ტრამპი თეირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი დონალდ ტრამპი თეირანის ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა რუჰანიმ, რომლის სიტყვაც კვირას პირდაპირ ეთერში ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, განაცხადა: „თუკი ამერიკა დატოვებს ბირთვულ შეთახმებას, ეს მისთვის უცილობლად ისტორიული სინანულის მომტანი იქნება“. მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ ირანს ტრამპის ნებისმიერი გადაწყვეტილების […]

admin06.05.2018

ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან დაკავებული იყო ლიბიაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვაურს დახვდნენ ოჯახის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. სოსლან კაკაბაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეში […]

admin06.05.2018

მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება

ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება. „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა იმსჯელეს. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა – ტურიზმის შემდგომი განვითარებისა საქართველოში. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ პროექტი იწყება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი მთელ საქართველოში და […]

admin06.05.2018

26 მაისს საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენსიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლატვიელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა […]

admin05.05.2018

გიორგი კვირიკაშვილი: რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები

ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით მიმართა. „ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იმართება ეს დღე! დღეს იწყება ევროპის დღეები და თბილისში დიდი ზეიმი იმართება ამასთან დაკავშირებით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ახალციხეში ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს – დიალოგი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. […]

admin05.05.2018

გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო […]

admin04.05.2018

შსს-მ თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით […]

admin04.05.2018

ინდოეთში ქვიშის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქვიშის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა უტარ პრადეშსა და რაჯისტანის შტატებში. ოთხშაბათს, ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ძირფესვიანად ამოთხარა ხეები, გაანადგურა სახლები და დახოცა პირუტყვი. ბევრ ადამიანს, რომელიც სტიქიას ემსხვერპლა, ეძინა, როცა მათი სახლები დაინგრა. ქარიშხალმა ასევე ზიანი მიაყენა მეზობელი რაჯისტანის სამ რაიონს – ალვარს, ბჰარატპურსა და დჰოლპურს. ყველაზე […]

admin04.05.2018