გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე 23 საკითხი განიხილეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი 13 მაისს თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ „უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის როლი გუშინდელი აქციის მშვიდობიანი დასრულების პროცესში. განვითარებული მოვლენები დასტურია იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ისე რომ […]